მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალექსანდრე რაქვიაშვილი: როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველას - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან
ალექსანდრე რაქვიაშვილი: როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველას - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან

ალექსანდრე რაქვიაშვილი: როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველას - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან

იმედი|imedinews.ge

როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველა - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვა რთული პოლიტიკური თემაა, რადგან ემოციურია საკითხია და ხშირად ემოციური არგუმენტი ფარავს ლოგიკურ არგუმენტს.

“სწორი სისტემა სამი ელემენტისგან შედგება, ერთი არის პაციენტი, მეორე ექიმი და კლინიკა და მესამე არის სადაზღევო კომპანია. თუ კონკურენცია არის სადაზღვევო კომპანიებს შორის, კლინიკებს შორის და არსებობს სამართლიანი სასამართლო, რომელიც სწრაფად აგვარებს დავებს მხარეებს შორის, ეს სისტემა ყოველთვის, ყველგან კარგად მუშაობს. ჩვენ არასდროს გვქონია ეს სისტემა. იყო რაღაც მოკლე პერიოდი, როცა ამ სისტემისკენ წავედით, მაგრამ არც კონკურენცია არ იყო, არც სასამართლო გვქონია, ამიტომ ჩვენს მოქალაქეს არასდროს ჰქონია შეხება სწორად აწყობილ სისტემასთან.

ნებისმიერი სისტემა, როგორც არ უნდა ააწყო, იქნება ხალხი, რომელსაც არ აქვს წვდომა მომსახურებაზე, მარტივად რომ ვთქვათ, ღარიბები. როცა საზოგადოება ხედავს, რომ ღარიბ ადამიანებს არ აქვთ წვდომა მომსახურებაზე, ეს უცბად ხდება პოლიტიკური პრობლემა და ყველაზე მარტივი პოპულისტური პასუხია მოდი, ჩვენ მივხედავთ აქ ყველაფერს და მოგაწვდით იაფ ან უფასო მომსახურებას. იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ვუპასუხოთ სიღაბის პრობლემას, ორი განსხვავებული პრობლემა ერთმანეთში აერევათ ხოლმე. იმის ნაცვლად, რომ ადამიანს რომელიც ღარიბია, მივცეთ შესაძლებლობა დაზღვევა იყიდოს, ამის ნაცვლად მთავრობა ერევა ჯანდაცვის სექტორში. როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველას - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან”, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზეBM.GE
  • კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე: ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდარუსთავი 2
  • მიშა თუ იტყვის, რომ ხდება პრემიერობის კანდიდატი, პოლიტკურ ველზე თამაშის წესებს გაამარტივებს - ჟორჟოლიანიტვ პირველი
  • ტყის ხანძრების საფრთხის გამო კრეტადან მასიური ევაკუაცია ხდებაფორმულა
ხდება →

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი