მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალექსანდრე ტაბატაძე მამუკა მდინარაძის შესახებ: მთავარი წარმატებები წინაა
ალექსანდრე ტაბატაძე მამუკა მდინარაძის შესახებ: მთავარი წარმატებები წინაა

ალექსანდრე ტაბატაძე მამუკა მდინარაძის შესახებ: მთავარი წარმატებები წინაა

იმედი|imedinews.ge

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის საქმიანობას დადებითად აფასებს და იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც ქვეყნის განვითარების მიმართულებით გადაიდგა.

„რა შეძლო მამუკა მდინარაძემ 8 თვეში - არასრული ჩამონათვალი:

სუს-ში შემავალი ოპერატიული ინფორმაციის 30-ჯერ გაზრდა.

სახელმწიფო გადატრიალების ერთ დღეში აღკვეთა და ორგანიზატორების დაკავება.

პირველად ქართული გამოძიების ისტორიაში - ინტერნეტტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით (მობილური აპლიკაციების დეტალური ანგარიშით) დანაშაულის გახსნა.

კორუფციაზე ასეულობით პირის დაკავება, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად ჯაშუშების (მათ შორის რუსეთის ჯაშუშების) დაკავება.

გარე დაფინანსებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან შემომავალი დავალებების სქემების გაშიფვრა.

BBC-ს დეზინფორმაციის მხილება საგამოძიებო მტკიცებულებებით.

სუს-ის ბიუჯეტის გაორმაგება, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის, სპეციალური საშუალებების და ავტოპარკის სრული განახლება.

სამსახურის თანამშრომლების ხელფასების 35%-მდე ზრდა.

სუს-ის დამსახურებული, მრავალშვილიანი და უბინაო 70 თანამშრომლისთვის ახალი საცხოვრებელი ბინების გადაცემა.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის შექმნა.

ხუთასზე მეტი ახალი თანამშრომლის მიღება.

რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების (მათ შორის აშშ-ს) პირველ პირებთან შეხვედრა და ურთიერთობის დალაგება.

ცრუ შეტყობინებების, ასაფეთქებელი და რადიაქტიური ნივთიერებების ქვეყანაში შემოტანის და მსგავსი კატეგორიის ათობით დანაშაულის გახსნა.

პირველად საქართველოს დაზვერვის ისტორიაში - დაზვერვის სტრატეგიის შემუშავება კონკრეტული მიმართულებების მიხედვით.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი პირების დაკავება.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული 45 უკანონო პატიმრის გათავისუფლება.

„ნაცები“ გუშინდელ დღემდე აქედან მხოლოდ გენერლობას იმჩნევდნენ, გუშინ კი უმეცრების რეკორდი მოხსნეს უწყებისა და ახალი, კიდევ უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობრივი სტატუსის ვერგარჩევით…

მოკლედ, არ გამოვა ძირითადი და ფაქტობრივი თემებიდან ყურადღების გადატანა!

მთავარი წარმატებები წინაა!“, - აღნიშნავს ალექსანდრე ტაბატაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ