მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ამ წუთებში ნიკა კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში იმართება
ამ წუთებში ნიკა კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში იმართება

ამ წუთებში ნიკა კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში იმართება

იმედი|imedinews.ge

ამ წუთებში მსჯელობს სასამართლო, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ავტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, პროცესი ალადაშვილის კლინიკაში იმართება.

პროკურატურა ნიკა კაპანაძისთვის პატიმრობას ითხოვს. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნიკა კაპანაძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება და პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა ედება ბრალად.

17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებული კაპანაძე ალადაშვილის კლინიკაში, ბადრაგის თანხლებით რჩება. დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც თითებზე მიიღო დაზიანება.

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრეს. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • "ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი" - თაზო დათუნაშვილიტვ პირველი
  • "ეს არ არის სამართლებრივი პროცესი" - ირაკლი ღარიბაშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობსBM.GE
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არაა — საიანეტგაზეთი
პროცესი →სასამართლოს →

მსგავსი სტატიები

ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ისრაელში შესვლა აეკრძალება 12 ბრიტანელ კანონმდებელს

ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ისრაელში შესვლა აეკრძალება 12 ბრიტანელ კანონმდებელს

იმედი

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს

იმედი

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

იმედი

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

იმედი