
ამირან სალუქვაძე მეუფე ზენონის განცხადებაზე: მეუფე შიო პატრიარქად თუ საშიშია, მოსაყდრედ არ იყო საშიში? რატომ მაშინვე არ ატეხეთ ხმაური და წინ არ აღუდექით იგივენაირად, როგორც ახლა?
რადგანაც ნაცების ყვითელი მედია არ წყვეტს პროცესზე ზეწოლას და ვისმენ/ვკითხულობ მსგავს მავნებლობებს, რამდენიმე აქცენტს/კითხვას დავსვამ, - წერს ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოსთან დაკავშირებით, მეუფე ზენონ იარაჯულის განცხადებას ეხმიანება.
სალუქვაძე ინტერესდება, თუ მეუფე შიო პატრიარქად საშიშია, მოსაყდრედ მის დასახელებას რატომ არ აღუდგნენ წინ ისევე, როგორც ახლა აქტიურობენ ისინი, ვისაც სხვა სურს პატრიარქად.
ექსპერტი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მეუფე შიოს ან მის მომხრეებს ამავე სახის განცხადებებით პატრიარქობის სხვა კანდიდატების წინააღმდეგ, „არანაცურ არხებზე“ არ იბრძვიან და სვამს კითქვას, პირიქით რატომ ხდება
„ვცდილობ არ შევეხო ამ თემას, რადგან არაა ჩემი გადასაწყვეტი ვინ იქნება პატრიარქი. ვისაც სინოდი აირჩევს, იმ გადაწყვეტილებას ვცემ პატივს. მაგრამ...
რადგანაც ნაცების ყვითელი მედია არ წყვეტს პროცესზე ზეწოლას და ვისმენ/ვკითხულობ მსგავს მავნებლობებს, რამდენიმე აქცენტს/კითხვას დავსვამ:
1. მეუფე შიო პატრიარქად თუ საშიშია, მოსაყდრედ არ იყო საშიში? რატომ მაშინვე არ ატეხეთ ხმაური და წინ არ აღუდექით იგივენაირად, როგორც ახლა აქტიურობთ ყველა, ვისაც სხვა გსურთ პატრიარქად?
2. მეუფე ზენონი ამბობს: „მოსაყდრეობა არის ძალაუფლებისთვის ბრძოლის მახინჯი ფორმა“. ახლა გაიგეთ? პატრიარქის სიცოცხლეში რატომ არ ხმაურობდით იგივე დოზით? ხომ იცოდით რა მიზნით დანიშნა მან თანამოსაყდრე და რომ ოდესმე ეს საკითხი დადგებოდა?
3. მეუფე ზენონი ამბობს, რომ მეუფე შიოს 20 ხმა ესაა პატრიარქის ავტორიტეტი. შემდეგ აზუსტებს, რომ ოცივე არა, მაგრამ არ აზუსტებს რამდენი. სხვა ორი კანდიდატიდან რომელიმე რომ დაენიშნა პატრიარქს, ხომ იგივე სურათს მივიღებდით, ანუ 7-7 ხმას კი არა, ხომ უფრო მეტს მიიღებდნენ?
