მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Amnesty International: მსოფლიოში სიკვდილით დასჯის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა
Amnesty International: მსოფლიოში სიკვდილით დასჯის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა

Amnesty International: მსოფლიოში სიკვდილით დასჯის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა

იმედი|imedinews.ge

Amnesty International-ის ცნობით, მსოფლიოში სიკვდილით დასჯის რაოდენობა წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა. ეს მაჩვენებელი არ მოიცავს ჩინეთისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის მონაცემებს. 2025 წელს ამ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ სიკვდილით დასჯის 2 707 შემთხვევა დააფიქსირა, რაც 78%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს (1 518 შემთხვევა). როგორც AI-ის ყოველწლიური ანგარიშიდან ირკვევა, 2025 წლის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 1981 წლის შემდეგ, როდესაც სიკვდილით დასჯის 3191 შემთხვევა დარეგისტრირდა (ჩინეთის მონაცემების გამოკლებით).

სახელმწიფოს მიერ დაკანონებული მკვლელობების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, პირველ რიგში, ირანში არსებულმა სიტუაციამ გამოიწვია. იქ ბოლო ათწლეულების განმავლობაში სიკვდილით დასჯის ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა - სულ მცირე 2 159. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება 2024 წლის მონაცემებს და მსოფლიოში რეგისტრირებული ყველა სიკვდილით დასჯის თითქმის 80%-ს შეადგენს.

ამავდროულად, სიკვდილით დასჯილთა რეალური რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს. არსებული მონაცემები არ ითვალისწინებს ათასობით ადამიანს, რომლებიც, სავარაუდოდ, სიკვდილით დასაჯეს ჩინეთში. AI-ის ექსპერტების აზრით, სწორედ ეს ქვეყანა რჩება ლიდერად სიკვდილით დასჯის მხრივ მსოფლიოში, თუმცა, სახელმწიფო საიდუმლოების პირობებში ჩინეთის შესახებ დადასტურებული მონაცემები არ არსებობს.

Amnesty International-მა ასევე ვერ შეძლო სიკვდილით დასჯის სარწმუნო ციფრების დადგენა ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში - ქვეყნებში, სადაც ამ სასჯელის გამოყენებას ფართოდ აგრძელებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ