მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე: 10მლნ უკრაინელია გასული უკრაინიდან და ამის საპირწონე არის გარკვეული თანხები. ჩვენ თურმე, ამ თანხებზე წვდომა არ გვექნება. რომ გვქონოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა?! მაშინ პირდაპირ ომის ქარცეცხლში თავით უნდა გადავშვებულიყავით
არჩილ გორდულაძე: 10მლნ უკრაინელია გასული უკრაინიდან და ამის საპირწონე არის გარკვეული თანხები. ჩვენ თურმე, ამ თანხებზე წვდომა არ გვექნება. რომ გვქონოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა?! მაშინ პირდაპირ ომის ქარცეცხლში თავით უნდა გადავშვებულიყავით

იმედი|imedinews.ge

10მლნ უკრაინელია გასული უკრაინიდან და ამის საპირწონე არის გარკვეული თანხები. ჩვენ თურმე, ამ თანხებზე წვდომა არ გვექნება. რომ გვქონოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა?! მაშინ პირდაპირ ომის ქარცეცხლში თავით უნდა გადავშვებულიყავით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას.

მან ნიკა გვარამია, ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი, ნინო ლომჯარია და სხვები თანამედროვე „შულავერის კომიტეტს“ შეადარა.

„რისთვის იღებს უკრაინა, ან ჰიპოთეტურად, რისთვის შეიძლება, მიიღოს ტრილიონები - ან მიიღებს, ან არა, ეს კიდევ ცალკე საკითხია და მოდით, არ შევიდეთ ამ მსჯელობაში, მაგრამ რის საპირწონედ? - განადგურებული ქვეყნის, განადგურებული ეკონომიკის, რომელიც უკან არის დახეული, დაახლოებით 30-დან 40 წლამდე, რაც მთავარია გარდაცვლილი ადამიანებით, არასრულწლოვნებით, ხანდაზმული ხალხით, 10მლნ უკრაინელი გასულია უკრაინიდან და ამის საპირწონე არის გარკვეული თანხები და ჩვენ თურმე, ამ თანხებზე წვდომა არ გვექნება. რომ გვქონოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა?! მაშინ პირდაპირ ომის ქარ-ცეცხლში თავით უნდა გადავშვებულიყავით, ჩვენთანაც ქალაქები მიწასთან უნდა ყოფილიყო გასწორებული, დაგვეკარგა ჩვენი მოსახლეობა, დაახლოებით, 10-15% საქართველოდან უნდა გასულიყო, ადამიანები უნდა გარდაცვლილიყვნენ და შემდეგ, როგორც 2008 წელს, 4 მლრდ მოგვცეს სესხად, კომპენსაციის სახით იმ მოვლენებისა და უდიდესი ტრაგედიისა, რაც მოხდა აგვისტოში, რომელიც იყო სესხი და დიდი ხნის განმავლობაში ვიხდიდით, ამ ყველაფრის გამართლებას ცდილობს ბატონი ნიკა გვარამია.

ამას რა შეიძლება, ვუწოდოთ, არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ძალიან მდიდარი ენაა, ამას შეიძლება, სახელიც კი ვერ დავარქვათ. როგორ შეიძლება, რომ ადამიანი ამ ყველაფერზე იყოს წამსვლელი - ეროვნებით ქართველი, საქართველოს მოქალაქე. ასეთი წარსულში გვახსოვს ყორღანაშვილები, საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ ასეთები, რომლებიც წერილებს სწერდნენ - ორჯონიკიძის სახით, რომ საქართველოს თავზე წითელი დროშა ფრიალებს; შულავერის კომიტეტი გვახსოვს და აი, თანამედროვე შულავერის კომიტეტი გვაქვს ნიკა გვარამიას, ბოკერიას, სააკაშვილის, ლომჯარიას და სხვა ასეთი პიროვნებების სახით“, - განაცხადა გორდულაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 279 სტატია.

  • უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყაფორმულა
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →ომის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

იმედი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

იმედი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

იმედი