მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე: თითის საქნევი საქართველოს არავისგან არაფერი აქვს, მითუმეტეს ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის მხრიდან
არჩილ გორდულაძე: თითის საქნევი საქართველოს არავისგან არაფერი აქვს, მითუმეტეს ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის მხრიდან

არჩილ გორდულაძე: თითის საქნევი საქართველოს არავისგან არაფერი აქვს, მითუმეტეს ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის მხრიდან

იმედი|imedinews.ge

ტექნიკური შეხვედრა არ უნდა გადაიზარდოს არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ თითის ქნევაში, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თითის საქნევი საქართველოს არავისგან არაფერი აქვს, მითუმეტეს ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის მხრიდან.

„შეუძლებელია, რომ ვინმემ ლოგიკურად ჩათვალოს, ან სამართლებრივად დასაბუთებულად - რა შუაშია ერთის მხრივ უვიზოდ გადაადგილება, რომელსაც აქვს თავისი საფუძვლები, ხოლო მეორე მხრივ კონკრეტული კანონების გაუქმება, რომელიც ქვეყანაში მიზნად ისახავს სუვერენიტეტის გაძლიერებას და სამართლიანი თამაშის წესების ჩამოყალიბებას. რეალურად, ტექნიკური შეხვედრა არ უნდა გადაიზარდოს არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ თითის ქნევაში.

თითის საქნევი საქართველოს არავისგან არაფერი აქვს, მითუმეტეს [ბრიუსელის] მოქმედი ბიუროკრატიის მხრიდან. ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მზად, რომ სამართლიან წესებზე დაყრდნობით ვისაუბროთ ყველასთან და დავაფიქსიროთ პოზიციები. ეს მოხდა მაგალითად გუშინაც“, - აღნიშნა გორდულაძემ.

„ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ „საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი