მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა
აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა

აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა რაკეტა ესროლა გამბიის დროშის ქვეშ მყოფ გემ Lian Star-ს, რომელიც, „ამერიკული ბლოკადის დარღვევის შესახებ 20-ზე მეტი გაფრთხილების“ მიუხედავად, ომანის ყურის საერთაშორისო წყლების გავლით ირანის ერთ-ერთი პორტისკენ სვლას აგრძელებდა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში (CENTCOM) ეს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაცვის ზომებით განმარტეს.

„ამერიკულმა თვითმფრინავმა გემი მწყობრიდან გამოიყვანა და სამანქანო განყოფილებაში რაკეტა Hellfire ესროლა მას შემდეგ, რაც Lian Star-ის ეკიპაჟი მოთხოვნებს არ დაემორჩილა. გემი ირანის მიმართულებით აღარ გადაადგილდება“, - აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.

ამავე პუბლიკაციაში მითითებულია, რომ აპრილის შემდეგ, როდესაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის ზავი ამოქმედდა, ამერიკულმა არმიამ კი ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გამოაცხადა, აშშ-მა მწყობრიდან გამოიყვანა 5 კომერციული გემი, კიდევ 116 კი სხვა მიმართულებით გადაამისამართა. ​

ამერიკელებმა გემს ქუვეითში მდებარე აშშ-ის ალი ალ-სალემის ავიაბაზაზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რამდენიმე საათში დაარტყეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ