მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი: არსებობს რამდენიმე არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ გრენლანდიელების მიყვანა დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობამდე
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი: არსებობს რამდენიმე არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ გრენლანდიელების მიყვანა დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობამდე

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი: არსებობს რამდენიმე არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ გრენლანდიელების მიყვანა დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობამდე

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა, ჯეფ ლენდრიმ დანიის კუთვნილ არქტიკულ კუნძულზე ვიზიტისას გრენლანდიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

„მიმაჩნია, რომ არსებობს რამდენიმე არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ გრენლანდიელების მიყვანა დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობამდე“, - აღნიშნა ლენდრიმ და დასძინა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს „სურს იხილოს ეკონომიკურად დამოუკიდებელი გრენლანდია“.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუნძულის სუვერენულ სახელმწიფოდ ქცევის სცენარი სრულიად რეალურია.

ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით 17 მაისს ჩავიდა. დონალდ ტრამპმა იგი გრენლანდია-ამერიკის ურთიერთობების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად 2025 წლის დეკემბერში დანიშნა.

ამჟამად ამერიკელი მაღალჩინოსანი მონაწილეობს ეკონომიკურ ფორუმში Future Greenland 2026, რომელიც რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად.

მიუხედავად დამოუკიდებლობის მხარდაჭერისა, ვაშინგტონის ინტერესი სტრატეგიულ კუნძულზე კონტროლის მოპოვებაზე უცვლელი რჩება. 18 მაისს, ლენდრისთან შეხვედრის შემდეგ, გრენლანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია გრენლანდიის კონტროლთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის, გრენლანდიისა და დანიის მთავრობებს შორის ამჟამად კონფიდენციალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც იანვრის ბოლოს ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დონალდ ტრამპი გრენლანდიის ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდების გეგმაზე უარის თქმაში დაარწმუნა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 128 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი