მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოზე: სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ვისურვებდი. ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. ამრიგად, როდესაც ვესწრები, ეს არის სიმბოლო ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოზე: სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ვისურვებდი. ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. ამრიგად, როდესაც ვესწრები, ეს არის სიმბოლო ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები

იმედი|imedinews.ge

გულწრფელად გეტყვით, ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ 3-ჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნ ღონისძიებას ვესწრები, ეს, ფაქტობრივად, უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ლანდაუმ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების აღდგეს.

„ვფიქრობ, ჩვენს ხალხებს ბევრი საზიარო რამ გააჩნიათ; მაგალითად ღირსების შეგრძნება, ეროვნული ღირსება და, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქვეყნის სუვერენიტეტის რწმენა; სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი... იმ ყველა დამაკავშირებელი საკითხის გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს. გულწრფელად გეტყვით, ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ 3-ჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნ ღონისძიებას ვესწრები, ეს, ფაქტობრივად, უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები. ვაფასებ თქვენ გამოსვლებს, სიტყვებს, რომლითაც მეგობრობის ხელს გვიწვდით; მე კი აქ ვარ, რათა გამოგართვათ სალამი და ჩამოგართვათ ხელი. ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა. როგორც მინისტრის მოადგილემ კარგად აღნიშნა, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ს სურს ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ. ვფიქრობ, ბევრი საერთო ეროვნული ინტერესი გაგვაჩნია. საქართველოს კავკასიის რეგიონში წარმოუდგენლად სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფონზე. ვფიქრობ, რეგიონული ინტეგრაციის თვალსაზრისით, ამან ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნა. მე ასევე ცენტრალურ აზიაშიც ვიმყოფებოდი. ვფიქრობ, იქ ბევრი შესაძლებლობაა, ინდოეთიდან ცენტრალურ აზიამდე გადებული სავაჭრო მარშრუტის გათვალისწინებით, რომელიც კავკასიაზე გადის და შავი ზღვით ევროპას უკავშირდება“, - აღნიშნა ლანდაუმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი