მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, მოქალაქეებმა გასაბერი ნავიდან, ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ხრამულის სახეობის 50 კილოგრამამდე თევზი.

ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს; მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს; ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

გამკაცრებული კონტროლის პარალელურად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

იმედი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

იმედი

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

იმედი

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს

იმედი