მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-მა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილეს, მინიმალურ მოთხოვნებს კი 67 ქვეყნის მთავრობა ვერ აკმაყოფილებს
აშშ-მა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილეს, მინიმალურ მოთხოვნებს კი 67 ქვეყნის მთავრობა ვერ აკმაყოფილებს

იმედი|imedinews.ge

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილეს.

მინიმალურ მოთხოვნებს კი 67 ქვეყნის მთავრობა ვერ აკმაყოფილებს. მათ შორის, ამ ანგარიშის მიხედვით, პროგრესი არ აქვს უკრაინას.

შეფასების კრიტერიუმი კი არის სხვადასხვა, მათ შორის საჯარო ხელმისაწვდომობა, ფინანსების საჯაროობა და მთავრობის ანგარიშვალდებულება.

„წლევანდელ ანგარიშში დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ შეფასებული 139 მთავრობიდან და ერთი სუბიექტიდან 73-მა დააკმაყოფილა ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნა, ხოლო 67-მა ვერ დააკმაყოფილა. საანგარიშო პერიოდში მათგან 14-მა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით.

დეპარტამენტმა შეაფასა საბიუჯეტო დოკუმენტების საჯარო ხელმისაწვდომობა, სრულყოფილება და სანდოობა, ასევე სახელმწიფო კონტრაქტებისა და ლიცენზიების გაცემის პროცესებისა და სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების გამჭვირვალობა.

ფისკალური გამჭვირვალობა ეფექტიანი საჯარო ფინანსების მართვის კრიტიკული ელემენტია. ის ხელს უწყობს ბაზრის ნდობის გაძლიერებას, საფუძველს უყრის გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას და მთავრობის უფრო დიდ ანგარიშვალდებულებას, რადგან ქმნის შესაძლებლობას საზოგადოებამ დაინახოს მთავრობის ბიუჯეტი და ხარჯები.

ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში ხელს უწყობს უცხოეთში აშშ-ის კომპანიებისთვის კონკრეტული ბიზნესგარემოს შექმნას საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების გზით, რათა შემცირდეს კორუფციისა და საერთაშორისო ბაზრებზე არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის რისკი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 148 სტატია.

  • მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებისთვის დამატებითი აქტი არ გამოუციაBM.GE
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნორუსთავი 2
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

შემოსავლების სამსახური: დამქირავებელი ვალდებულია, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“

შემოსავლების სამსახური: დამქირავებელი ვალდებულია, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“

იმედი

გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი

ლავროვის განცხადებით, დროებითი ზავი უკრაინაში არ იქნება

ლავროვის განცხადებით, დროებითი ზავი უკრაინაში არ იქნება

იმედი

კობა კობალაძე: რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისთვის

კობა კობალაძე: რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისთვის

იმედი