
ლავროვის განცხადებით, დროებითი ზავი უკრაინაში არ იქნება
იმედი|imedinews.ge
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინაში დროებით ზავს არ დათანხმდება.
როგორც ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთი გაჩერდება მხოლოდ მაშინ, როცა მოხდება კონფლიქტის „გრძელვადიანი, საიმედო, მდგრადი დარეგულირება“.
„ჩვენ ახლა არსებულ ხაზზე რომ გავჩერებულიყავით, სინამდვილეში, უარს ვიტყოდით გმირობაზე, რომელიც გამოიჩინეს ჩვენმა ბაბუებმა და წინაპრებმა ნაციზმი დამარცხების დროს. ამის განხილვა შეუძლებელია“, - განაცხადა ლავროვმა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge