
აშშ-მა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მისაღებად გირაოს შეტანის ვალდებულება გააუქმა
აშშ-ის ხელისუფლებამ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მისაღებად აუცილებელი გირაოს შეტანის ვალდებულება გაუუქმა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების გარდა გირაოს შეტანის ვალდებულება გაუუქმდათ ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის მოქალაქეებსაც.
ვიზების მისაღებად გირაოს აღარ შეიტანენ როგორც სპორტსმენები და ოფიციალური პირები, აგრეთვე გულშემატკივრები.
სახელმწიფო დეპარტამენტი დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოუწოდებს, ეწვიონ ოფიციალურ ვებ-გვერდს.
ცნობისთვის, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge
