მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ავთანდილ კასრაძე: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ
ავთანდილ კასრაძე: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინოვაციების ჰაბი სან-ფრანცისკოში წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც საქართველოსა და სილიკონ ველის ინოვაციურ ეკოსისტემებს დააკავშირებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში, ინოვაციების ჰაბის BRID.GE ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე.

GITA-ს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ინოვაციების ჰაბის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სააგენტოს მიზანია, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ქართველ მეწარმეებს, მკვლევარებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს, რათა ისინი წარმატებით ინტეგრირდნენ გლობალურ ეკონომიკაში.

“ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში ლევან ყულიჯანიშვილმა, სან-ფრანცისკოს მერმა დენიელ ლურიმ, გლობალური სტარტაპ აქსელერატორის Plug and Play-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა საიდ ამიდიმ და Owl Ventures-ის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ამიტ პატელმა.

BRID.GE წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველ ქართულ ინოვაციების ჰაბს, რომელიც ქართველი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი წვდომის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებსBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე,  სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი