მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Axios: აშშ-ის დაზვერვა ამტკიცებს, რომ კუბა ამერიკული გემების წინააღმდეგ დრონების გამოყენებას გეგმავს. კუბაში კი აცხადებენ, რომ ომი არ სურთ
Axios: აშშ-ის დაზვერვა ამტკიცებს, რომ კუბა ამერიკული გემების წინააღმდეგ დრონების გამოყენებას გეგმავს. კუბაში კი აცხადებენ, რომ ომი არ სურთ

Axios: აშშ-ის დაზვერვა ამტკიცებს, რომ კუბა ამერიკული გემების წინააღმდეგ დრონების გამოყენებას გეგმავს. კუბაში კი აცხადებენ, რომ ომი არ სურთ

იმედი|imedinews.ge

ამერიკული გამოცემა Axios-ი იტყობინება, რომ გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, კუბამ 300-ზე მეტი დრონი შეიძინა და დაიწყო მათი გამოყენების განხილვა გუანტანამოს ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის, აშშ-ის გემებისა და, შესაძლოა, ფლორიდის შტატის ქალაქ კი-უესტის წინააღმდეგ, რომელიც ჰავანიდან 145 კილომეტრში მდებარეობს.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, თუ რამდენად განიხილავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კუბას საფრთხედ უპილოტო ტექნოლოგიების განვითარებისა და ჰავანაში ირანელი სამხედრო მრჩევლების ყოფნის გამო.

„როდესაც ვფიქრობთ იმაზე, რომ მსგავსი ტექნოლოგიები ასე ახლოსაა, ისევე, როგორც სხვადასხვა ბოროტ განმზრახველებზე - ტერორისტული ჯგუფებიდან და ნარკოკარტელებიდან დაწყებული, ირანელებითა და რუსებით დამთავრებული, ეს შეშფოთებას იწვევს. ეს მზარდი საფრთხეა“, - აღნიშნა ჩინოვნიკმა.

სტატიას კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-მა კუბიდან მომავალი საფრთხის შესახებ საქმე შეთხზა, რათა ეკონომიკური სანქციები და შესაძლო სამხედრო ინტერვენცია გაამართლოს.

„კუბა არავის ემუქრება და არ სურს ომი“, - აღნიშნა როდრიგესმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში და დასძინა, რომ ქვეყანა „ემზადება საგარეო აგრესიის მოსაგერიებლად, გაეროს წესდებით აღიარებული კანონიერი თავდაცვის უფლების ფარგლებში“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ