მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ სანქციებმა ირანი შესაძლოა ბომბებზე მეტად დააზიანოს
AXIOS: აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ სანქციებმა ირანი შესაძლოა ბომბებზე მეტად დააზიანოს

AXIOS: აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ სანქციებმა ირანი შესაძლოა ბომბებზე მეტად დააზიანოს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ეკონომიკურმა ზეწოლამ გაცილებით ნაკლები ყურადღება მიიპყრო, ვიდრე მისმა დაბომბვის კამპანიამ, თუმცა აშშ-ის მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ სწორედ ეკონომიკურმა ზომებმა შესაძლოა თეირანის რეჟიმს უფრო მძიმე დარტყმა მიაყენოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები და ღია წყაროებში გავრცელებული ცნობები მიუთითებს, რომ ირანში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება. მათ შორის, ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, საწვავის დეფიციტიც კი შეიქმნა.

„ირანელებს სურთ, შეწყდეს დაბომბვები და მათ ფული სჭირდებათ. თუმცა, პრიორიტეტები თითქმის საპირისპირო თანმიმდევრობითაა. მათ, პირველ რიგში, ფული სჭირდებათ“, - განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ტრამპმა, რომელმაც უქმეებზე ირანზე აშშ-ის 13-დღიანი თავდასხმები შეაჩერა, ორშაბათს განაცხადა, რომ თეირანმა შეთანხმების განსახილველად შეხვედრა მოითხოვა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაღაეიმ ეს განცხადება უარყო, წერს გამოცემა.

ამასთან, ორივე მხარე შუამავლების მეშვეობით აწარმოებს მოლაპარაკებებს. პროცესში ჩართული არიან ომანი, კატარი და პაკისტანი, რომლებიც ცდილობენ საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებად გარდაქმნან.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია წინადადება, რომლის მიხედვითაც ირანსა და ომანს გარკვეული უფლებამოსილება და შესაძლო შემოსავლის წყარო მიეცემათ ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობის მართვაში.

ეს მოდელი ეფუძნება იმ თანამშრომლობის ჩარჩოს, რომელსაც მალაიზია, სინგაპური და ინდონეზია მალაკის სრუტესა და სინგაპურის სრუტეში იყენებენ.

„ზოგიერთ ირანელს ეს სურს. სხვებს - არა. სწორედ ეს არის პრობლემის ნაწილი“, - განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

როგორც AXIOS-ის წერს, ირანი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რომ შეერთებული შტატები მას კვლავ აღარ დაესხმება თავს. გარდა ამისა, თეირანს სურს ფინანსური შეღავათები - როგორც გაყინულ აქტივებზე წვდომა, ისე აშშ-ის სანქციებისგან გათავისუფლება.

თუმცა, ტრამპი ეწინააღმდეგება ირანისთვის ჯილდოს მიცემას ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების გამო და მოითხოვს, რომ თეირანმა დარჩენილი ბირთვული მასალები გადასცეს.

აშშ-ის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ სანქციებსა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადას უფრო მეტი დრო დასჭირდება თეირანის მოლაპარაკებათა მაგიდასთან მისაყვანად, ვიდრე სრულმასშტაბიან დაბომბვის კამპანიას, რომლის განხორციელების უფლებაც ტრამპს ჯერჯერობით არ მიუცია.

გახანგრძლივებულმა პროცესმა შესაძლოა გაზარდოს „რესპუბლიკელებისთვის“ პოლიტიკური რისკები და აიძულოს ისინი, შუალედური არჩევნების კამპანიის პერიოდში დაიცვან არაპოპულარული ომი და საწვავის გაზრდილი ფასები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 143 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

იმედი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი