მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საფრთხეშია
AXIOS: ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საფრთხეშია

AXIOS: ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საფრთხეშია

იმედი|imedinews.ge

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ ორშაბათს მისი ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან ოთხი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანი ყურის ქვეყანას დაესხა თავს მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი თვის წინ ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა. შესაძლოა, აშშ და ირანი ახლა ომში დაბრუნების ზღვარზე აღმოჩნდნენ.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მა ოპერაცია დაიწყო, ირანმა სამხედრო გემების მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები, ხოლო კომერციული გემებისკენ უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.

მისი თქმით, ყველა მათგანი „მოგერიებული იყო“ და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ან აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ზიანი არ მიყენებიათ.

კუპერის განცხადებით, აშშ-ის ძალებმა ირანული ექვსი მცირე ზომის კატარღა გაანადგურეს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანიდან ნასროლი სამი ფრთოსანი რაკეტის განეიტრალება მოხდა, ხოლო მეოთხე ზღვაში ჩავარდა. უწყებამ მოქალაქეებს განუმარტა, რომ ქვეყნის შიგნით გაგონილი ძლიერი აფეთქების ხმები სწორედ ამ საჰაერო თავდაცვითი ოპერაციების შედეგი იყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი