მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებზე მიემგზავრებიან
AXIOS: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებზე მიემგზავრებიან

AXIOS: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებზე მიემგზავრებიან

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი შვეიცარიაში მიემგზავრება, რათა ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების პირველ რაუნდში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას AXIOS-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტრამპის მეორე სპეცწარმომადგენელი ჯარედ კუშნერი შვეიცარიაში უკვე ჩავიდა.

როგორც გამოცემა იუწყება, მოლაპარაკებები, რომელიც პარასკევს უნდა გამართულიყო, ლიბანში ისრაელსა და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ დაპირისპირების გამო გადაიდო.

შვეიცარიაში ჩასვლას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც აპირებს, თუმცა ვითარება, შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს, - წერს გამოცემა.

შუამავალი ქვეყნიდან ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, არაღჩიმ თავის რამდენიმე კოლეგას განუცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა ირანისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

მეორე წყარო კი საუბრობს იმაზე, რომ ირანელებმა აცნობეს მათ, რომ მათ ჯერ სურთ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა იხილონ, ხოლო შემდეგ მოლაპარაკებებზე შვეიცარიაში გაემგზავრონ.

AXIOS-ი აღნიშნავს, რომ შვეიცარიაში ჯერ კიდევ გუშინ კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულ რაჰმან ალ-თანი ჩავიდა.

გუშინ შვეიცარიაში ელოდებოდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს, თუმცა მან ვიზიტი გადადო. უცნობია, კვლავ განიხილება, თუ არა მისი იქ ჩასვლა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი