მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: ტრამპმა ირანზე დარტყმის გეგმა თურქეთში, ნატოს სამიტის დროს დაამტკიცა
AXIOS: ტრამპმა ირანზე დარტყმის გეგმა თურქეთში, ნატოს სამიტის დროს დაამტკიცა

AXIOS: ტრამპმა ირანზე დარტყმის გეგმა თურქეთში, ნატოს სამიტის დროს დაამტკიცა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე დარტყმის გეგმა დაამტკიცა და შესაბამისი ბრძანება თურქეთში მიმდინარე ნატოს სამიტის დროს გასცა.

ტრამპმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეხვედრა გამართა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ხაზინის მდივანთან სკოტ ბესენტთან, რომლებიც მასთან ერთად თურქეთში საპრეზიდენტო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებული შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი დენ კეინი და სხვა მაღალჩინოსნები, რომლებიც აგრეთვე ნატოს სამიტზე თურქეთში იმყოფებოდნენ, წერს AXIOS-ი.

„ეს პასუხი პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო ტერორიზმის აქტებთან, რომლებიც ირანმა ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებულ, მშვიდობიან გემებზე განახორციელა. ირანელებმა იციან მათი სასაცილო ქმედებების შედეგები, თუმცა მათ მაინც გადაწყვიტეს ამ თავდასხმების განხორციელება“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე იერიშები მიიტანეს. ამერიკული მხარის მტკიცებით, იერიშები მიზნად ისახავდა ირანის მიერ საერთაშორისო წყლებში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის „მძიმე საფასურის“ დაკისრებას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დათა გვასალია გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: როცა ხელისუფლების გეგმაა, რომ სახელმწიფომ ანაკლიის პორტზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, ყველა უფლება შეინარჩუნოს, გამოდის ის ხალხი, ვინც ჩააგდო ეს პროექტი და გვთავაზობს, რომ ანაკლიის პორტი იმართებოდეს ისე, როგორც მათი პარტია, ანუ „უცხო ძალების კონსორციუმის“ ქვეშ

მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის მომავალი სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ჩვენს უნარზე, ავაშენოთ ახალი, საიმედო კავშირები რეგიონებს შორის. „მწვანე ენერგიის დერეფნის“ მსგავსი ინიციატივები უფრო უსაფრთხო, ურთიერთდაკავშირებულ და მდგრად ენერგეტიკულ მომავალს უყრის საფუძველს

POLITICO: ევროკავშირში შიშობენ, რომ საფრანგეთში ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში ბლოკში თავდაცვის საკითხებზე კომუნიკაცია გართულდება

POLITICO: ევროკავშირში შიშობენ, რომ საფრანგეთში ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში ბლოკში თავდაცვის საკითხებზე კომუნიკაცია გართულდება

იმედი

„თბილისის განვითარების ფონდი“ ქორწინების სახლის ისტორიული შენობის განახლებას იწყებს

„თბილისის განვითარების ფონდი“ ქორწინების სახლის ისტორიული შენობის განახლებას იწყებს

იმედი