მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი აჰმად შაჰიდოვი: საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში საკვანძო სახელმწიფოები არიან. საქართველოს გარეშე, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, ეს სისტემა ვერ იმუშავებს
აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი აჰმად შაჰიდოვი: საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში საკვანძო სახელმწიფოები არიან. საქართველოს გარეშე, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, ეს სისტემა ვერ იმუშავებს

აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი აჰმად შაჰიდოვი: საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში საკვანძო სახელმწიფოები არიან. საქართველოს გარეშე, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, ეს სისტემა ვერ იმუშავებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო, სარკინიგზო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს შუა დერეფნის როლს და სამხრეთ კავკასიას გლობალური დაკავშირებადობის მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს - ქართველი ანალიტიკოსებთან ერთად ამაზე ღიად საუბრობენ აზერბაიჯანელი ექსპერტებიც.

„ბაქოში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებით სტაბილური ტარიფების შენარჩუნება, როდესაც საქმე ეხება ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტრანზიტს, ასევე სარკინიგზო გადაზიდვებს, გლობალური მასშტაბით არასტაბილურობისას განსაკუთრებით ყურადსაღებია, სატრანსპორტო ხარჯები მსოფლიო მასშტაბით იზრდება, ასეთ დროს კი სტაბილურობა სტრატეგიული უპირატესობაა“, - ამბობს „იმედის კვირასთან“ პოლიტიკური ანალიტიკოსი და აზერბაიჯანის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის თავმჯდომარე, დოქტორი აჰმად შაჰიდოვი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთ - უკრაინის ომის შედეგად სავაჭრო ხაზებზე არსებული გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო თვალსაზრისით ინტერესი ამ დერეფნის მიმართ მეტად გაიზარდა.

„ეს განსაკუთრებით ევროკავშირს ეხება, ისინი დაინტერესებულნი არიან სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობით, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან თანამშრომლობით, აზერბაიჯანთან როგორც მწარმოებელთან და საქართველოსთან, როგორც მთავარ ქვეყანასთან რომლის ტერიტორიაზეც გადის ყველა ეს რესურსი“, - განაცხადა აჰმად შაჰიდოვმა.

ანალიტიკოსმა ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის აზერბაიჯანისა და საქართველოს მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„აზერბაიჯანსა და საქართველოში სტაბილურობის გათვალისწინებით, ეს ორი სახელმწიფო ევროპის ენერგო უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობისაა, სწორედ ენერგო სფეროში თანამშრომლობა იზრდება ყველაზე მეტად, ევროპა ეძებს სტაბილურ და სანდო მიწოდების ხაზებსა და წყაროებს, აზერბაიჯანი იქცა ევროპისთვის ენერგიის მნიშვნელოვან მომმარაგებლად. საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში საკვანძო სახელმწიფოები არიან. საქართველოს გარეშე, საქართველოს ინფრასტრუქტურის, საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, ეს სისტემა ვერ იმუშავებს“, აღნიშნა დოქტორმა აჰმად შაჰიდოვმა.

იგი სამხრეთ კავკასიისადმი და საქართველოსადმი ევროკავშირის მიდგომასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქმე შერჩევით კრიტიკასთან და ორმაგ სტანდარტთან გვაქვს.

„სამხრეთ კავკასიისადმი ევროპისა და ევროკავშირის მიდგომაში არის დიდი წინააღმდეგობრივი მოცემულობა, ბრიუსელს უფრო მეტად სჭირდება სამხრეთ კავკასია ენერგო უსაფრთხოებისთვის, დაკავშირებადობისა და სატრანსპორტო დერეფნებისთვის, ამავე დროს კი ბრიუსელში რიგი პოლიტიკური წრეები განაგრძობენ სამხრეთ კავკასიის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას, საქმე გვაქვს შერჩევით კრიტიკასთან, ორმაგ სტანდარტთან. ეს ქმნის სრულიად უსარგებლო დაძაბულობას და ასუსტებს ნდობას“, - განაცხადა აზერბაიჯანის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →მხარდაჭერით →ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი