მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში - ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა „ქართული ოცნების“ გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ
ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში - ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა „ქართული ოცნების“ გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ

იმედი|imedinews.ge

ძალიან გამიხარდა, როცა 2024-ში „ქართული ოცნების“ სია გამოქვეყნდა და იქ ვარლამ ლიპარტელიანიც იყო, ლაშა ტალახაძეც და გენო პეტრიაშვილიც, იმიტომ, რომ პირველ რიგში, თქვენ ხართ ის ადამიანები და ქართული სპორტის ბურჯები, ჩვენი ქვეყნის დროშის და ჰიმნის მსოფლიო ასპარეზზე გამტანი, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე.

მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც პროფესიონალია და საკუთარ ქვეყანას ემსახურება, ჩართული უნდა იყოს პოლიტიკაში და ამ შემთხვევაში, პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა.

„ეს ადამიანები არიან, ვისაც ყველაზე მეტად ეამაყებათ ეს ქვეყანა და ვფიქრობ, მათი ადგილი არის პოლიტიკაში. ზოგადად, არ არის პოლიტიკაში აუცილებელი, რომ მაინცდამაინც პოლიტიკური მეცნიერებები დაამთავრო უნივერსიტეტში და შემდეგ მიხვიდე და დაიწყო საქმიანობა. ყველა ის ადამიანი, ვინც პროფესიონალია, ვინც თავის ქვეყანას ემსახურება და სამშობლოზე ზრუნვით არის დაკავებული - ყველა ის ადამიანი უნდა იყოს თავისთავად ჩართული პოლიტიკაში და თუ ეს კანონშემოქმედებით ორგანოში იქნება, მთლად უკეთესი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

მისივე განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც სპორტსმენების პოლიტიკაში ყოფნაზე ქილიკობს, ყველაზე მეტად ეწყინათ მმართველი გუნდის რიგებში ქვეყნის წინაშე დიდი ამაგის და საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე სახეების გამოჩენა.

„ვხედავთ, ვარლამ ლიპარტელიანი ახალგაზრდულში მოვიდა და როგორ გამოაცოცხლა აქაურობა, ლაშამ და გენომ ყველაზე კარგად იციან, სპორტის მიმართულებით რა პრობლემებიც არის და ამ მიმართულებით მიხედავენ ქვეყნის საკითხებს, ამიტომ, პროფესიის ნაწილში, რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში. ყველა პროფესია, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ გადაჯაჭვულია საკუთარი ქვეყნის პოლიტიკასთან, გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკაში იყო აქტიურად ჩართული და მით უმეტეს, იყო ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსი.

ის ადამიანები, ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, ის სუბიექტები არიან, ვისაც ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა „ქართული ოცნების“ გუნდში, რომელთაც ძალიან დიდი ამაგი ჰქონდათ ამ ქვეყნის წინაშე და რომელთაც გააჩნდათ დიდი ავტორიტეტი როგორც ახალგაზრდებში, ისე ზრდასრულ აუდიტორიაში და დაინახეს მათში ის საფრთხე, რომ მათი გეგმებისთვის კიდევ ერთი საფრთხე იქნებოდა მმართველი გუნდის ასე გაძლიერება“, - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • უილსონი: “ოცნება” საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის”ნეტგაზეთი
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილესრუსთავი 2
  • "ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინა… "ალბატროსი" ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა|ბიზნესმენიBM.GE
ოცნება →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა