მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბადიაურში კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის პროექტირება იწყება
ბადიაურში კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის პროექტირება იწყება

ბადიაურში კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის პროექტირება იწყება

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად განსაზღვრულია 4 თვე. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, ადგილობრივი კვების პროდუქტების სარეალიზაციოდ განკუთვნილ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს თანამედროვე სავაჭრო და სამეწარმეო ზონები, ტერიტორიაზე დაიგეგმება პავილიონების, სათავსოების და ჯიხურების განთავსება, ავტოსადგომის მოწყობა, ასევე, საზოგადოებრივი სველი წერტილების, უსაფრთხოების, გარე განათების, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების შექმნა.

ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სავაჭრო სივრცე მოეწყობა საგარეჯო-ბადიაურის 17 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ახალი მაგისტრალის სატრანსპორტო კვანძთან, სადაც ადგილობრივი მეწარმეები შეძლებენ უსაფრთხო გარემოში პროდუქციის რეალიზაციას და სტაბილური შემოსავლის მიღებას.

ბადიაურის ახალი სავაჭრო სივრცე ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას და შექმნის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბიზნეს გარემოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

იმედი

ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

იმედი

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

იმედი