
ბარამიძე გრიგოლიას: ჩემო ინგა, ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან არავის „გაუგდია”, „ხაბემ მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 60% , ხოლო მელიამ 40% და ამ ყოველივეს თქვენ ეძახით „მოუწყვეს” და “გააგდეს”?! თქვენ ასევე თქვით, თითქოს ენმ-სა და „ალიანსს” შორის „დაპირისპირებაა” - ენმ-ს არანაირი „დაპირისპირება” „ალიანსთან” არ აქვს!
ჩემო ინგა, დიდი პატივისცემით. გუშინ ნანუკასთან ერთად თქვენს ეთერს ვუსმენდი და თხოვნა მაქვს (გარემოების დრამატიზირების თუ სხვა მიზნით) ფაქტობრივ უხეშ შეცდომას, ეთერში ნუღარ გააჟღერებთ! - წერს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, ინგა გრიგოლიას მისამართით და აცხადებს, რომ მან ეთერში ორი შეცდომა დაუშვა.
როგორც ბარამიძე აცხადებს, ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან არავის გაუგდია, ვინაიდან, იგი ლევან ხაბეიშვილთან არჩევნებში დამარცხდა. ის ასევე უარყოფს "ნაცმოძრაობასა" და "ოპოზიციის ალიანსს" შორის დაპირისპირებას და იმედს გამოთქვამს, რომ გრიგოლია ამ შეცდომებს უახლოეს ეთერში გამოასწორებს.
"1. ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან (მოუწყვესო და უხეში ფორმებით გააგდესო) არავის “გაუგდია”! პარტიის წესდების შესაბამისად, პარტიის წევრების საინიციატივო ჯგუფმა პოლიტსაბჭოზე პარტიაში თავმჯდომარის არჩევის საკითხი დასვა, რაც ენმ მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მიიღო და მოიწონა (გამოწვევა ღირსეულად მიიღო).
არჩევნების პროცესს მხარი პოლიტიკურმა საბჭომ დაუჭირა. შეიქმნა არჩევნების ჩატარების წესის შემმუშავებელი კომისია, რომელსაც თქვენი მონამორჩილი ვხელმძღვანელობდი, სადაც ყველა (ანუ 4) კანდიდატის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ჯერ ერთად კონსენსუსით, შემუშავებული წესის 2 ვარიანტიდან, ენმ პოლიტ საბჭომ, ერთხმად (ხაზს ვუსვამ) მიიღო ის წესი, რომელი წესიც ნიკა მელიას გუნდმა წარმოადგინა.
ანუ ხაბეს გუნდი დათანხმდა ნიკას გუნდის მიერ მხარდაჭერილ საარჩევნო წესს. (გააგდეს ქვია ამას⁉️)
