მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს
ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს

ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს

იმედი|imedinews.ge

ბათუმი სასტუმრო აღჭურვილობისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე ტურიზმის სფეროს 100-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ვიზიტორებს ტურისტულ სერვისებს, პროდუქტებსა და მიმართულებებს სთავაზობს.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად გამოფენაზე სპეციალური სტენდითაა წარმოდგენილი აჭარის ტურისტული პროდუქტებიც, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები და რესტორნები, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, მუნიციპალიტეტები, ტურიზმის DMO-ები, აჭარის მუზეუმი და ასოციაციები ღებულობენ. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და მასტერკლასი.

ტურისტული გამოფენა, რომელიც საგამოფენო კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით იმართება დღეს სასტუმრო „შერატონში“ გაიხსნა და 2 მაისს დასრულდება. მასზე დასწრება თავისუფალია.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავიარუსთავი 2
  • ბათუმის პორტი საპორტო მოსაკრებელის გაზრდით დამატებით $1 მილიონის შემოსავალს ელისBM.GE
  • ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანიფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართებატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი