მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქალაქ ამბროლაურში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მიმდებარედ მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ელეტქრონული ტენდერი გამოაცხადა.

საპროექტო უბანი მოიცავს მდ. რიონის ორივე სანაპიროს.

მარჯვენა სანაპიროზე არსებული ნაპირდამცავი ნაგებობის ნაწილი დაზიანებულია და სრულყოფილად ვერ ასრულებს ნაპირდაცვით ფუნქციას, რის გამოც საფრთხე ექმნება ამბროლაური-ონის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდსა და მიმდებარედ არსებულ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტირების ეტაპზეა მარცხენა სანაპიროზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის - კულტურულ-გასართობი პარკის მოწყობის ღონისძიებები, რაც ასევე მოითხოვს ნაპირდაცვითი კუთხით უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ნაპირსამაგრი ღონისძიებების ფარგლებში, საჭიროებისამებრ მოეწყობა რკინაბეტონის კედლები და დიდი ზომის ქვებისგან ქვანაყარი ბერმა.

პროექტი სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 4.12 მლნ. ლარს.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696559&lang=ge

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოცხადდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • "ბლექ სი არენასთან" მზის პანელების დამონტაჟება იგეგმება - ტენდერი უკვე გამოცხადდაBM.GE
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდარუსთავი 2
  • 22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდაფორმულა
გამოცხადდა →

მსგავსი სტატიები

ჯაბა ხუბუა: ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის" აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ - ლიბერალ - ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ

ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ დღეს ბათუმში გაგრძელდება

ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ დღეს ბათუმში გაგრძელდება

იმედი

ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა

ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა

იმედი

ნუცა ბუზალაძე ხვალ ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

ნუცა ბუზალაძე ხვალ ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

იმედი