მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. BBC: შოტლანდიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა
BBC: შოტლანდიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა

BBC: შოტლანდიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

შოტლანდიის პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს შოტლანდიის მთავრობის დადგენილების პროექტს წინადადებით მიმართოს დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რათა ლონდონმა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საშუალება მისცეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC აღნიშნავს, რეფერენდუმის ჩასატარებლად ბრიტანეთის მთავრობამ შესაბამისი უფლებამოსილებით შოტლანდიის მთავრობა უნდა აღჭურვოს, თუმცა „ლეიბორისტული“ პარტიის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ამას არ დათანხმდებიან.

შოტლანდიის პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შესაბამისი განკარგულება უნდა გამოსცეს, რომელიც შოტლანდიის ეროვნული პარტიის მინისტრებს რეფერენდუმის ჩატარების საშუალებას მისცემს.

მოსალოდნელია, რომ რეფერენდუმის საკითხს შოტლანდიის პირველი მინისტრი ჯონ სვინი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან შეხვედრის დროს განიხილავს.

ცნობისთვის, შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი პირველად 2014 წლის 18 სექტემბერს ჩატარდა. მაშინ დიდი ბრიტანეთიდან შოტლანდიის გამოყოფას 44,7%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 55,3% იყო.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პარტიის სათავო ოფისში ანტიკორუფციულმა პოლიციამ  რეიდი ჩაატარა

Reuters: ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პარტიის სათავო ოფისში ანტიკორუფციულმა პოლიციამ რეიდი ჩაატარა

იმედი

მედია: გერმანიაში მზადდება კანონპროექტი, რომელიც სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს დააკისრებს ვალდებულებას, უპირატესობა მიანიჭონ სახელმწიფოს მიერ სანდოდ შეფასებულ მედიასაშუალებებს

მედია: გერმანიაში მზადდება კანონპროექტი, რომელიც სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს დააკისრებს ვალდებულებას, უპირატესობა მიანიჭონ სახელმწიფოს მიერ სანდოდ შეფასებულ მედიასაშუალებებს

იმედი

უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ბრუნდება

უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ბრუნდება

იმედი

თორნიკე ფაღავა: ხელისუფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან სწორედ ეს არის უზენაესი ღირებულება