
ბექა დავითულიანი ევრობიუროკრატიაზე: მათ აქვთ ემპირიალური გამოცდილება კოლონიალიზმის და ამ სტრესულ ვითარებაში როცა გამოსავალს ვერ პოულობენ, საბაბს ეძებენ რომ შარი მოგვდონ, მხოლოდ იმიტომ, რომ კოლონიალურ მორჩილებაში არ ვართ
ერთი მხრივ თვალს ხუჭავენ, რომ ლატვია წვეთ ალკოჰოლს არ აწარმოებს და მაინც ყველაზე მეტი შეაქვს რუსეთში, მეორე მხრივ მათივე ექსპერტები ადასტურებენ, რომ სამაგალითოები ვართ სანქციების დაცვის კუთხით და მაინც ჭიქაში ქარიშხალს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა პეტერ ფიშერის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, გერმანია, რომლის ელჩიც საქართველოს აკრიტიკებს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, უკრაინის ომამდე, დამოკიდებული იყო რუსულ ნავთობზე.
„აქ რომ მოვდიოდი წავიკითხე გერმანიის ელჩის, ბატონი ფიშერის განცხადება, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობას ნუ გავაზვიადებთ, ეს არც ისეთი მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალი დავხუჭოთო. გასაოცარია მართლა, ჯერ ერთი რაზე ხუჭავენ თვალს, რას ვარღვევთ ისეთს, რასაც მათ სივრცეში არ არღვევენ, თუნდაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო დღეებში დანიაში აქციების დარბევა.
ჩვენ ნანახი გვაქვს, რომ იგივე გერმანია, რომლის ელჩიც ამას აცხადებს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, უკრაინის ომამდე, დამოკიდებული იყო რუსულ ნავთობზე. უკრაინის ომამდე საქართველოს ომი არ არსებობდა, თუ ჩვენ ღირსები ვიყავით, რომ დაგვბომბეს? სრულ აბსურდში ვართ გადასულებული. ერთი მხრივ თვალს ხუჭავენ, რომ ლატვია წვეთ ალკოჰოლს არ აწარმოებს და მაინც ყველაზე მეტი შეაქვს რუსეთში, მეორე მხრივ მათივე ექსპერტები ადასტურებენ, რომ სამაგალითოები ვართ სანციების დაცვის კუთხით და მაინც ჭიქაში ქარიშხალს ტეხენ. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ორმაგი მიდგომები, მათ აქვთ ემპირიალური გამოცდილება კოლონიალიზმის და ამ სტრესულ ვითარებაში როცა გამოსავალს ვერ პოულობენ, საბაბს ეძებენ რომ შარი მოგვდონ, მხოლოდ იმიტომ რომ კოლონიალურ მორჩილებაში არ ვართ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
