მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბექა დავითულიანი ევრობიუროკრატიაზე: მათ აქვთ ემპირიული გამოცდილება კოლონიალიზმის და ამ სტრესულ ვითარებაში როცა გამოსავალს ვერ პოულობენ, საბაბს ეძებენ, რომ შარი მოგვდონ, მხოლოდ იმიტომ, რომ კოლონიალურ მორჩილებაში არ ვართ
ბექა დავითულიანი ევრობიუროკრატიაზე: მათ აქვთ ემპირიული გამოცდილება კოლონიალიზმის და ამ სტრესულ ვითარებაში როცა გამოსავალს ვერ პოულობენ, საბაბს ეძებენ, რომ შარი მოგვდონ, მხოლოდ იმიტომ, რომ კოლონიალურ მორჩილებაში არ ვართ

იმედი|imedinews.ge

ერთი მხრივ თვალს ხუჭავენ, რომ ლატვია წვეთ ალკოჰოლს არ აწარმოებს და მაინც ყველაზე მეტი შეაქვს რუსეთში, მეორე მხრივ მათივე ექსპერტები ადასტურებენ, რომ სამაგალითოები ვართ სანქციების დაცვის კუთხით და მაინც ჭიქაში ქარიშხალს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა პეტერ ფიშერის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, გერმანია, რომლის ელჩიც საქართველოს აკრიტიკებს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, უკრაინის ომამდე, დამოკიდებული იყო რუსულ ნავთობზე.

„აქ რომ მოვდიოდი წავიკითხე გერმანიის ელჩის, ბატონი ფიშერის განცხადება, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობას ნუ გავაზვიადებთ, ეს არც ისეთი მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალი დავხუჭოთო. გასაოცარია მართლა, ჯერ ერთი რაზე ხუჭავენ თვალს, რას ვარღვევთ ისეთს, რასაც მათ სივრცეში არ არღვევენ, თუნდაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო დღეებში დანიაში აქციების დარბევა.

ჩვენ ნანახი გვაქვს, რომ იგივე გერმანია, რომლის ელჩიც ამას აცხადებს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, უკრაინის ომამდე, დამოკიდებული იყო რუსულ ნავთობზე. უკრაინის ომამდე საქართველოს ომი არ არსებობდა, თუ ჩვენ ღირსები ვიყავით, რომ დაგვბომბეს? სრულ აბსურდში ვართ გადასული. ერთი მხრივ თვალს ხუჭავენ, რომ ლატვია წვეთ ალკოჰოლს არ აწარმოებს და მაინც ყველაზე მეტი შეაქვს რუსეთში, მეორე მხრივ მათივე ექსპერტები ადასტურებენ, რომ სამაგალითოები ვართ სანციების დაცვის კუთხით და მაინც ჭიქაში ქარიშხალს ტეხენ. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ორმაგი მიდგომები, მათ აქვთ ემპირიული გამოცდილება კოლონიალიზმის და ამ სტრესულ ვითარებაში როცა გამოსავალს ვერ პოულობენ, საბაბს ეძებენ რომ შარი მოგვდონ, მხოლოდ იმიტომ, რომ კოლონიალურ მორჩილებაში არ ვართ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი