მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში მოქმედი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან
ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში მოქმედი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან

ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში მოქმედი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან

იმედი|imedinews.ge

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ ამ საქმიდან გამომდინარე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ევროპულ კონვენციასთან სრული შესაბამისობა დაადგინა. „მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა ევროპულმა სასამართლომ, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ის მუხლი, რომლის აღსასრულებლადაც იქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ქვედანაყოფი. ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარაიუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი