მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბექა ძამაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე: ვცდილობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პარიზში ვაჩვენოთ, რომ კონტრაქტორი არ მოიქცა კეთილსინდისიერად, რადგან მას საბაბად არ უნდა გამოეყენებინა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ჰესის მშენებლობისთვის ხელის შეშლა, ის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო კონტრაქტში და სახელმწიფოსთან ერთად ეცადა მოეძებნა გამოსავალი
ბექა ძამაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე: ვცდილობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პარიზში ვაჩვენოთ, რომ კონტრაქტორი არ მოიქცა კეთილსინდისიერად, რადგან მას საბაბად არ უნდა გამოეყენებინა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ჰესის მშენებლობისთვის ხელის შეშლა, ის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო კონტრაქტში და სახელმწიფოსთან ერთად ეცადა მოეძებნა გამოსავალი

იმედი|imedinews.ge

ჩვენ რასაც ვცდილობთ სააპელაციო ეტაპზე არის ის, რომ, როგორც მინიმუმ, თუ ვერ გავიმარჯვებთ, თანხის ოდენობა მკვეთრად შემცირდეს და იყოს რეალობასთან მიახლოებული, რადგან მიგვაჩნია, რომ ის თანხა, რომელიც პირველ ეტაპზე განისაზღვრა, არ შეესაბამება რეალობას და იმ ხარჯებს, რომელიც კონტრაქტორის მხრიდან შეიძლება ყოფილიყო რეალურად გაწეული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

მისივე თქმით, სახელმწიფო ცდილობს სააპელაციო სასამართლოს პარიზში აჩვენოს, რომ მიუხედავად ამ ტექნიკური წინაპირობებისა, რომელიც შეიქმნა ქვეყნის შიგნით, კონტრაქტორი არ მოიქცა კეთილსინდისიერად.

„ვცდილობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პარიზში ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად ამ ტექნიკური წინაპირობებისა, რომელიც შეიქმნა ქვეყნის შიგნით, კონტრაქტორი არ მოიქცა კეთილსინდისიერად, რადგან მას საბაბად არ უნდა გამოეყენებინა ამ გარკვეული ჯგუფის მხრიდან ჰესის მშენებლობისთვის ხელის შეშლა, ის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო კონტრაქტში და სახელმწიფოსთან ერთად ეცადა მოეძებნა გამოსავალი, ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი პარტნიორის მოქმედება“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განმარტა, რომ ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდაBM.GE
  • ოცნების პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩიაფორმულა
  • მიხეილ სააკაშვილი და ირაკლი რუხაძე ერთმანეთს სასამართლოში დაუპირისპირდნენტვ პირველი
  • პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს უსმენსრუსთავი 2
სასამართლოს →

მსგავსი სტატიები

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

იმედი

დაშლილების შემოდგომა - დისფუნქციური „ალიანსი“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

დაშლილების შემოდგომა - დისფუნქციური „ალიანსი“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ვატო შაქარიშვილი: ევროკავშირს ძალიან მკაფიო გზავნილები აქვს წევრი ქვეყნებისთვისაც, კანდიდატი ქვეყნებისთვისაც და საქართველოსთვის განსაკუთრებით, რომ „უარი თქვით ბავშვების დაცვაზე ლგბტ პროპაგანდისგან, დაუშვით ერთნაირსქესიანთა წყვილების ქორწინება, ჩაატარეთ ლგბტ პრაიდები თბილისისა და საქართველოს ქალაქების ქუჩებში და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა

იმედი