მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბექა ძამაშვილი: სოცქსელი კარგი საშუალებაა, რომ ადამიანს გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაში დაეხმაროს. თუმცა, თუ ფორმა არასწორია, სხვა ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები მომატებულია. ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ
ბექა ძამაშვილი: სოცქსელი კარგი საშუალებაა, რომ ადამიანს გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაში დაეხმაროს. თუმცა, თუ ფორმა არასწორია, სხვა ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები მომატებულია. ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ

იმედი|imedinews.ge

სოციალური ქსელი ერთი მხრივ არის კარგი საშუალება, რომ ადამიანს გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაში დაეხმაროს. თუმცა, რამდენადაც ამ ფორმით აქვს ადამიანს შესაძლებლობა, რომ ფართო აუდიტორიას მისწვდეს დროის მცირე მონაკვეთში, თუ გამოხატვა არის არასწორი ფორმით, სხვა ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები უფრო მომატებულია. დღევანდელ გადაწყვეტილებაში ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.

„დღის ქრონიკაში“ საუბრისას მან „საინტერესო დამთხვევა“ უწოდა იმ ფაქტს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ დროში დაემთხვა საქართველოში გაჟღერებულ ინიციატივას შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ, რომლის ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება იქნება.

ძამაშვილის თქმით, ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს სასამართლოების შეფასებას, რომ ინტერნეტსივრცეში, გამოხატვის არასათანადო ფორმა შეიძლება ჩაითვალოს წვრილმან ხულიგნობად თუ სხვა ადმინისტრაციულ გადაცდომად, რომელზეც სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება.

„შეიძლება ითქვას, რომ ევროპული სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად გაამართლა საქართველოში ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, იმ კუთხით, რომ ნამდვილად ძალიან მკაცრი რეგულირება სჭირდება ამ საკითხს, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები. ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს, რომ აქ საუბარი არ არის რაიმე კრიტიკული აზრის შეზღუდვაზე. პირიქით, გავლებულია ზღვარი, თუ რა არის კრიტიკა და რა არის თავდასხმა, შეურაცხყოფა, ბულინგი. სწორედ ამ ორი ფორმის გამიჯვნაზეა საუბარი. ეს ახალი ინიციატივაც მიზნად ისახავს იმას, რომ გამოხატვის კრიტიკული ფორმა იქნება დაცული, მაგრამ როდესაც ეს კრიტიკული ფორმა უკვე იღებს ისეთ ხასიათს, რომ მიზნად ისახავს კონკრეტული ინდივიდების დამცირებას, შეურაცხყოფას, დაშინებას, მასზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება და პირდაპირ წერია დღევანდელ გადაწყვეტილებაში, რომ კანონი, რომელიც მოქმედებდა მაშინ და რომელიც მოქმედებს დღეს და რომელზეც დაყრდნობით უნდა იმოქმედოს შსს-ს ახალმა დეპარტამენტმა, ისიც შეაფასა დღეს ევროპულმა სასამართლომ და თქვა, რომ რეგულირება არის შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან“, - განაცხადა ძამაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ