მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბიძინა გიორგობიანი: ევროკავშირი არ არის დედამიწაზე ერთადერთი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება. მათ ჰგონიათ, რომ ის სამყაროს ცენტრია და ამ დროს ეს ასე არ არის
ბიძინა გიორგობიანი: ევროკავშირი არ არის დედამიწაზე ერთადერთი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება. მათ ჰგონიათ, რომ ის სამყაროს ცენტრია და ამ დროს ეს ასე არ არის

ბიძინა გიორგობიანი: ევროკავშირი არ არის დედამიწაზე ერთადერთი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება. მათ ჰგონიათ, რომ ის სამყაროს ცენტრია და ამ დროს ეს ასე არ არის

იმედი|imedinews.ge

მოულოდნელი და ახალი ამ რეზოლუციაში არაფერი ყოფილა, უკვე ოთხი წელია შევეჩვიეთ მსგავს რეზოლუციებს. ეს დაკავშირებულია სწორედ იმ პოლიტიკასთან, რომელიც გააჟღერა მარტა კოსმა იმ განცხადებასთან ერთად, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს არის ერთი მთლიანი მიმდინარეობა და დამოკიდებულება იმ ქვეყნებთან, რომელიც მათ ინტერესებს ვერ პასუხობს ისეთი სათანადო მორჩილებით, როგორსაც ისინი ითხოვენ კანდიდატი ქვეყნებისგან და წევრი ქვეყნებისგანაც.

„თუ ადრე ცოტა სხვანაირი მიდგომა იყო კანდიდატ ქვეყნებთან, ახლა უკვე თუ რომელიმე ქვეყანა გაწევრიანდება, იქ მას დახვდება ისეთი გარემო, როგორშიც არ ვუსურვებ არვის და არ ისურვებდა არც ერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი სახელმწიფო გაწევრიანებას და ყოფნას.

ევროკავშირი არ არის დედამიწაზე ერთადერთი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება. მათ ჰგონიათ, რომ ის სამყაროს ცენტრია და ამ დროს ეს ასე არ არის. ის არ შედის ახალი მსოფლიო წესრიგის მონახაზში, როგორც პოლიტიკური ცენტრი და მათი ამბიციები და დამოკიდებულება ისეთი ქვეყნებისადმი, როგორიცაა საქართველო და სხვა, არის აბსოლუტურად მოკლებული ყოველგვარ რეალობას.

ვფიქრობ, ყველა კანდიდატ ქვეყანას ექნება საკუთარი პოზიცია, თუ მარტა კოსის განცხადება იქცევა რეალობად“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი