მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bild: გერმანიაში ხელისუფლების კრიზისის ფონზე მერცის შეცვლას განიხილავენ
Bild: გერმანიაში ხელისუფლების კრიზისის ფონზე მერცის შეცვლას განიხილავენ

Bild: გერმანიაში ხელისუფლების კრიზისის ფონზე მერცის შეცვლას განიხილავენ

იმედი|imedinews.ge

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის მმართველი კოალიცია რეკორდულად დაბალი რეიტინგებისა და მზარდი უკმაყოფილების გამო ქვეყნის კანცლერის ფრიდრიხ მერცის შეცვლას განიხილავს.

„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ რიგებში ძალიან ფეთქებადსაშიში სცენარი ტრიალებს: შეძლებს, თუ არა ფრიდრიხ მერცი ადგილი სხვა პოლიტიკოსს დაუთმოს?“, - წერს გამოცემა.

როგორც გამოცემა იუწყება, ოფიციალური გეგმა ჯერ არ არსებობს, მაგრამ პარტიის შიგნით სულ უფრო ხშირად განიხილავენ, რამდენად რეალურია კანცლერის შეცვლის სცენარი არჩევნების ჩატარების გარეშე.

გერმანიის კანონმდებლობა უფლებას აძლევს ბუნდესტაგს ნებისმიერ დროს ახალი კანცლერი აირჩიოს კონსტრუქციული უნდობლობის ვოტუმის მექანიზმის მეშვეობით.

„ბუნდესტაგს ნებისმიერ მომენტში ხმათა უმრავლესობით ახალი კანცლერის არჩევა შეუძლია. ამისთვის ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელი არ არის“, - ციტირებს გამოცემა პროფესორ იოზეფ ფრანც ლინდნერს.

ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე განიხილება ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მიწის ხელმძღვანელი ჰენდრიკ ვიუსტი. მას მმართველ პარტიაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, წერს Bild-ი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ