მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბლეიკ ლაივლიმ და ჯასტინ ბალდონიმ შეთანხმებას მიაღწიეს
ბლეიკ ლაივლიმ და ჯასტინ ბალდონიმ შეთანხმებას მიაღწიეს

ბლეიკ ლაივლიმ და ჯასტინ ბალდონიმ შეთანხმებას მიაღწიეს

იმედი|imedinews.ge

ბლეიკ ლაივლისა და ჯასტინ ბალდონის შორის არსებული წელიწადნახევრიანი სასამართლო კონფლიქტი შევიწროების საქმეზე დასრულდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს მორიგების შეთანხმებას, რითაც თავიდან აიცილეს ფედერალური დონის სასამართლო განხილვა, რომელიც ორ კვირაში უნდა დაწყებულიყო.

ერთობლივ განცხადებაში მხარეებმა აღნიშნეს: „საბოლოო პროდუქტი - ფილმი „ყველაფერი ჩვენით მთავრდება“, საამაყო აღმოჩნდა ყველასთვის, ვინც მასზე მუშაობდა. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ცნობიერება ოჯახური ძალადობის შესახებ და დაზარალებულებს დავეხმაროთ. ვაღიარებთ, რომ მუშაობის პროცესში წარმოიშვა სირთულეები და გვესმის, რომ ქალბატონი ლაივლის მიერ გამოთქმული წუხილი ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ კვლავ მტკიცედ გვჯერა, რომ სამუშაო ადგილზე არ უნდა არსებობდეს შეუფერებელი ქცევა და არაპროდუქტიული ატმოსფერო. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს წერტილს დაუსვამს კონფლიქტს და ყველა მონაწილეს წინსვლის საშუალებას მისცემს“.

2024 წლის ბოლოს, 38 წლის ლაივლიმ სარჩელი შეიტანა რეჟისორისა და ფილმში მისი პარტნიორის, 42 წლის ჯასტინ ბალდონის წინააღმდეგ. მსახიობი მას გადასაღებ მოედანზე შევიწროებაში ადანაშაულებდა.

ლაივლი ამტკიცებდა, რომ ბალდონი მას საჭიროზე დიდხანს აჩერებდა ჩახუტებულ მდგომარეობაში, უფლებას აძლევდა თავს ზედმეტად შეხებოდა ინტიმური სცენების რეპეტიციისას, ერთხელ კი წონასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაც მსახიობმა (რომელიც 4 შვილის დედაა) საჯარო დამცირებად აღიქვა.

ბალდონიმ, თავის მხრივ, ლაივლის ცილისწამებისთვის უჩივლა და აცხადებდა, რომ მსახიობმა მას ცრუ ბრალდებები ფილმზე „კონტროლის მოსაპოვებლად“ წაუყენა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი