მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს სთხოვდა, რომ ირანზე თავდასხმა განეხორციელებინათ, თუმცა უარი მიიღო
Bloomberg: არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს სთხოვდა, რომ ირანზე თავდასხმა განეხორციელებინათ, თუმცა უარი მიიღო

Bloomberg: არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს სთხოვდა, რომ ირანზე თავდასხმა განეხორციელებინათ, თუმცა უარი მიიღო

იმედი|imedinews.ge

არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნების დარწმუნებას ცდილობდა იმაში, რომ მათ ირანზე სამხედრო თავდასხმა განეხორციელებინათ, თუმცა უარი მიიღო. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა, მათ შორის საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან მოჰამად ბინ სალმანთან.

მას შემდეგ, რაც ირანმა არაბულ ქვეყნებს შეუტია და ჰორმუზის სრუტე გადაკეტა, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ამბობდა, რომ საჭირო იყო კოლექტიური პასუხის გაცემა, თუმცა მისმა კოლეგებმა მას განუცხადეს, რომ ეს „მათი ომი არ იყო“, წერს სააგენტო.

ამის გამო, როგორც Bloomberg-ი იუწყება, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის ისედაც რთული ურთიერთობები უფრო გაუარესდა. მოგვიანებით არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანს მარტო დაესხა თავს და OPEC-იდანაც გავიდა.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად საუდის არაბეთიც ბომბავდა ირანს, თუმცა მერე ერ-რიადმა პაკისტანს სთხოვა სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლობა გაეწია.

ირანზე თავდასხმის განხორციელებას კატარიც გეგმავდა მას შემდეგ, რაც მარტში ისლამურმა რესპუბლიკამ მსოფლიოში თხევადი გაზის უმსხვილესი საწარმო დაბომბა. საბოლოოდ, დოჰამ ასეთ ნაბიჯზე უარი განაცხადა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას