მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: აშშ-ირანის შეთანხმების გაფორმება „დიდი შვიდეულის“ სამიტამდე იგეგმება
Bloomberg: აშშ-ირანის შეთანხმების გაფორმება „დიდი შვიდეულის“ სამიტამდე იგეგმება

Bloomberg: აშშ-ირანის შეთანხმების გაფორმება „დიდი შვიდეულის“ სამიტამდე იგეგმება

იმედი|imedinews.ge

ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი შეთანხმების გაფორმებას უახლოვდებიან, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებს. ინფორმაციას Bloomberg-ი მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დიდ შვიდეულში“ შემავალი ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვა, სააგენტოს განუცხადა, რომ ირანის წარმომადგენლებისგან მიღებული ბოლო სიგნალები შეთანხმების მიღწევის მაღალ ალბათობაზე მიუთითებს.

„დიდი შვიდეულის“ კიდევ ერთი წარმომადგენლის თქმით, სავარაუდოდ, მხარეები საბოლოო შეთანხმებას კი არა, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რაც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, „დიდი შვიდეულის“ წლევანდელი სამიტი 15-17 ივნისს საფრანგეთის ალპებში მდებარე ქალაქ ევიანში გაიმართება. ინფორმირებული წყაროების ცნობით, ხელმოწერის შესაძლო ადგილად განიხილება ახლომდებარე შვეიცარიული ქალაქი ჟენევა, სადაც ხელმოწერის ცერემონია, შესაძლოა, უკვე ამ კვირას გაიმართოს.

თუმცა ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ირანს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მზად არის თუ არა ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად. მათი თქმით, თებერვალში დაწყებული ომის შემდეგ თეირანსა და ვაშინგტონს შორის კომუნიკაცია რთულად და ნელი ტემპით მიმდინარეობს.

„დიდი შვიდეულის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ არსებობს ნიშნები, რომლებიც აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მოახლოებაზე მიუთითებს, თუმცა იქვე გააფრთხილა, რომ წარსულშიც არაერთი დიპლომატიური წინსვლა ჩაშლილა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ არ მისულან“.

ამასთან, მისი თქმით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება იმ კონფლიქტის დასრულების მიმართულებით, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში სერიოზული არასტაბილურობა გამოიწვია და ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →სამიტზე →ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი