მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: კატარი ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ თხევადი გაზის წარმოების სწრაფ აღდგენას გეგმავს
Bloomberg: კატარი ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ თხევადი გაზის წარმოების სწრაფ აღდგენას გეგმავს

Bloomberg: კატარი ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ თხევადი გაზის წარმოების სწრაფ აღდგენას გეგმავს

იმედი|imedinews.ge

კატარი თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების სწრაფად გაზრდას გეგმავს მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მიზანს, დაახლოებით ორ თვეში ექსპორტის ძირითადი სიმძლავრეების აღდგენა წარმოადგენს.

სახელმწიფო ენერგოკომპანია Qatar Energy-მ, რომელიც ქვეყნის თხევადი გაზის წარმოების ობიექტებს მართავს, მყიდველებს აცნობს, რომ სრუტის უსაფრთხო გახსნიდან ერთ თვეში წარმოება დაახლოებით სიმძლავრის 50%-მდე გაიზრდება, ხოლო ორ თვეში - დაახლოებით 80%-მდე.

დარჩენილი სიმძლავრის, ანუ ორი საწარმოო ხაზის, სრულად აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება, იმის გამო, რომ ისინი მარტში ირანული სარაკეტო იერიშების შედეგად დაზიანდა, აცხადებენ წყაროები.

კატარმა თხევადი გაზის წარმოების მსოფლიოში უდიდესი ქარხანა ომის პირველივე კვირას დახურა ირანის თავდასხმის შემდეგ, რამაც მიწოდების შეწყვეტა და მისი, როგორც სანდო მომწოდებლის რეპუტაცია შეარყია, თუმცა აპრილიდან კატარმა ინფრასტრუქტურის მომზადება სწრაფი აღდგენისთვის დაიწყო, წერს Bloomberg-ი.

სააგენტოს ცნობით, Qatar Energy-მ აპრილში ტექნიკის ტესტირება და აუცილებელი ტექნიკური მომსახურება დაიწყო. რამდენიმე საწარმოო ხაზი პატარა დატვირთვით მუშაობდა, რათა შეძლებოდა შეზღუდული მიწოდების განხორციელება მეზობელ ქვეყნებში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სწრაფი გაფართოების შესაძლებლობა შენარჩუნებული იყო.

ანალიტიკოსების და ტრეიდერების მოლოდინებთან შედარებით, წარმოების ნახევრის აღდგენა ერთ თვეში უფრო სწრაფი სცენარია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გეგმავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • “ქარსელაძეების მარანი” ველისციხეში ტურისტული სივრცის განვითარებას გეგმავს - როგორია მოთხოვნა?BM.GE
  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
გეგმავს →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი