მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: პუტინი ახალი გაზსადენის აშენებაში სი ძინპინის დარწმუნებას მეხუთედ შეეცდება
Bloomberg: პუტინი ახალი გაზსადენის აშენებაში სი ძინპინის დარწმუნებას მეხუთედ შეეცდება

Bloomberg: პუტინი ახალი გაზსადენის აშენებაში სი ძინპინის დარწმუნებას მეხუთედ შეეცდება

იმედი|imedinews.ge

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომელიც დღეს პეკინში გაემგზავრება, ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ახალი გაზსადენის მშენებლობის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საუბარია გაზსადენ „ციმბირის ძალა - 2“-ზე, რომლის აშენებას რუსეთი მეოთხე წელია გეგმავს. Bloomberg-ის მტკიცებით, ეს პუტინის რიგით მეხუთე მცდელობა იქნება, დაარწმუნოს ჩინური მხარე, რათა მათ გაზსადენის მშენებლობის პროექტი ბოლომდე მიიყვანონ.

სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ენერგეტიკულ ბაზრებზე შექმნილი სერიოზული რყევები ჩინეთს აიძულებენ გაზის ფასის კონტრაქტთან და ახალი გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით მეტი „მოქნილობა“ გამოავლინოს.

ერთ-ერთმა რუსმა ჩინოვნიკმა გამოცემას განუცხადა, რომ ჩინური მხარე მოლაპარაკებების დაჩქარებით დაინტერესებულია, თუმცა თვისებრივი პროგრესი მიღწეული არ არის.

პროგრესი ნებისმიერ შეთანხმებაში ჩინეთის ლიდერზეა დამოკიდებული, წერს Bloomberg-ი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი