მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: პუტინმა უკრაინასთან დაკავშირებით რიტორიკა გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ტრამპთან მოლაპარაკებები ჩაიშალა
Bloomberg: პუტინმა უკრაინასთან დაკავშირებით რიტორიკა გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ტრამპთან მოლაპარაკებები ჩაიშალა

Bloomberg: პუტინმა უკრაინასთან დაკავშირებით რიტორიკა გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ტრამპთან მოლაპარაკებები ჩაიშალა

იმედი|imedinews.ge

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დაბრუნების სცენარს აღარ განიხილავს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტოს კრემლიდან წყაროებმა განუცხადეს, პუტინი ფიქრობს, რომ 2025 წლის აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ალასკაზე გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

პუტინმა თეთრი სახლის ლიდერთან უკრაინასთან დაკავშირებით სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ზუსტად ამიტომ რუსეთის ლიდერმა საკუთარი მიდგომა მკვეთრად შეცვალა და ტერიტორიულ „დათმობებზე“ უარი თქვა. მანამდე პუტინი ამბობდა, რომ ის ვაშინგტონსა და კიევთან აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისთვის მზად იყო.

„ვლადიმერ პუტინს უკრაინის მთლიან დონეცკის ოლქზე ძალისმიერი კონტროლის დამყარება სურს. მას აგრეთვე სურს შეინარჩუნოს სუმისა და ხარკოვის ოლქების საზღვრისპირა რაიონები ბუფერული ზონების სახით“, - წერს Bloomberg-ი.

სტატიაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ პუტინმა პოზიცია გაამკაცრა მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონები რუსეთის სიღრმეში აღწევენ და მათ შორის მოსკოვს ბომბავენ.

რიტორიკის გამკაცრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სახელდება ის, რომ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც აწ გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის მიერ იყო შემუშავებული.

ამის მიუხედავად, პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს.

„რუსეთი მზადაა დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინი მთელ დონეცკის ოლქს დაიპყრობს“, - ციტირებს სააგენტო წყაროს კრემლიდან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • ტრამპმა ევროპისგან უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალის ანაზღაურება მოითხოვაBM.GE
  • დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიანფორმულა
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

პოლონური მედია: უკრაინელები პოლონეთს ტოვებენ და საცხოვრებლად გერმანიაში გადადიან

პოლონური მედია: უკრაინელები პოლონეთს ტოვებენ და საცხოვრებლად გერმანიაში გადადიან

იმედი

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

იმედი

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა „გონის თამაშები” გაიხსნა

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა „გონის თამაშები” გაიხსნა

იმედი

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

იმედი