მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს. მაღალი ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემის მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ძირითადად მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივ გავრცელებას უკავშირდება. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მავნებელთან ბრძოლის მნიშვნელოვანი მეთოდია სანიტარიული ჭრები, რაც ტერიტორიიდან დაზიანებული ხეების დროულ გამოტანას გულისხმობს, რითაც მცირდება მავნებლის გამრავლების წყარო. ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ჭრებს სისტემატურად ახორციელებს, აგრეთვე ხდება ტერიტორიის გაწმენდა სტიქიის შედეგად დაზიანებული და წაქცეული ხეებისაგან.

აღსანიშნავია, რომ მბეჭდავი ქერქიჭამიას მონიტორინგს სააგენტო ფერომონიანი მწერ საჭერების გამოყენებითაც ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მისი პოპულაციის დინამიკის შეფასებასა და მართვის ღონისძიებების დაგეგმვას.

ამჟამად, მავნებლის რაოდენობის შემცირების ფონზე, სააგენტო 2026 წლიდან გეგმავს ფერომონიანი მწერ საჭერების რაოდენობის ოპტიმიზაციას, თუმცა მონიტორინგისა და მართვის აქტიური ღონისძიებები გაგრძელდება, რათა შენარჩუნდეს მიღწეული შედეგები და უზრუნველყოფილი იყოს ნაძვნარი ეკოსისტემების გრძელვადიან დაცვას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ