მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიტანეთის „კონსერვატიული“ პარტიის ლიდერი ქვეყნის მთავრობას რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნის გამო აკრიტიკებს - როგორ არ გრცხვენიათ!
ბრიტანეთის „კონსერვატიული“ პარტიის ლიდერი ქვეყნის მთავრობას რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნის გამო აკრიტიკებს - როგორ არ გრცხვენიათ!

ბრიტანეთის „კონსერვატიული“ პარტიის ლიდერი ქვეყნის მთავრობას რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნის გამო აკრიტიკებს - როგორ არ გრცხვენიათ!

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული“ პარტიის ლიდერმა კემი ბადენოკმა ქვეყნის მთავრობა რუსულ ნავთობპროდუქტებზე დაწესებული სანქციების მოხსნის გამო გააკრიტიკა.

„კონსერვატიული“ პარტიის ლიდერმა თემთა პალატაში გამართული მოსმენის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.

„ახლა მან [სტარმერმა] ბინძური რუსული ნავთობის ყიდვა გადაწყვიტა. ეს ფული უკრაინელი ჯარისკაცების მკვლელობების დასაფინანსებლად გამოიყენება. როგორ არ გრცხვენიათ!“, - განაცხადა ბადენოკმა.

სხდომას ესწრებოდა თავად სტარმერიც, რომელმაც ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ მისი მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არ ნიშნავს.

„საუბარი არაა მოქმედი სანქციების ნებისმიერი გზით გაუქმებაზე. ჩვენ მოკავშირეებთან სანქციების ახალ პაკეტებზე მუშაობას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა სტარმერმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა გენერალური სავაჭრო ლიცენზია სანქცირებულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე. აღნიშნული ლიცენზია ნებას რთავს ქვეყანაში იმ აკრძალული საქონლის იმპორტს, რომელიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგან არის დამუშავებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 162 სტატია.

  • თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობებიBM.GE
  • აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →სანქციების →

მსგავსი სტატიები

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

იმედი

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

იმედი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი