მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ჰენრი ნოვაკის საქმეზე ვაშინგტონის კრიტიკაზე: ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიაში და მიზნად ისახავენ განხეთქილების გაღვივებას ჩვენს ქუჩებში
ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ჰენრი ნოვაკის საქმეზე ვაშინგტონის კრიტიკაზე: ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიაში და მიზნად ისახავენ განხეთქილების გაღვივებას ჩვენს ქუჩებში

ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ჰენრი ნოვაკის საქმეზე ვაშინგტონის კრიტიკაზე: ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიაში და მიზნად ისახავენ განხეთქილების გაღვივებას ჩვენს ქუჩებში

იმედი|imedinews.ge

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გააკრიტიკა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ბრიტანელი სტუდენტის, ჰენრი ნოვაკის მკვლელობა მიგრაციულ პროცესებს დაუკავშირა და საზოგადოებას „სამართლიანი რისხვისკენ“ მოუწოდა.

ლონდონში ვენსი „ქუჩებში განხეთქილების გაღვივების მცდელობაში“ დაადანაშაულეს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ 18 წლის სტუდენტი ჰენრი ნოვაკი დღეს ცოცხალი იქნებოდა, „ევროპულ ელიტებს თვითგვემის პოლიტიკისა და მიგრანტების მასობრივი შემოსევის წინაშე პოზიციები რომ არ დაეთმოთ“.

ვენსის თქმით, მიგრანტთა დიდ ნაწილს სძულს დასავლეთი და ის ადამიანები, ვისაც ის უყვარს. „ყოველი ასეთი სიცოცხლის დაკარგვისას, ერთადერთი სწორი რეაქცია სამართლიანი რისხვაა“, - დასძინა მან.

ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარსაც, სადაც აღნიშნული იყო, რომ დასავლეთში „ორმაგი სტანდარტების მქონე საპოლიციო სისტემა“ მიუღებელია.

დაუნინგ სტრიტის სპიკერმა განაცხადა, რომ „ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიაში და მიზნად ისახავენ განხეთქილების გაღვივებას ჩვენს ქუჩებში“.

„ნოვაკის ოჯახი ჰენრის საშინელ მკვლელობას გლოვობს. მათ პირდაპირ თქვეს, რომ არ სურთ მისი სიკვდილი ახალი განხეთქილების, სიძულვილის ან დაძაბულობის მიზეზი გახდეს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ სურვილს. ჩვენმა პოლიტიკამ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი უნდა გააერთიანოს ადამიანები“, - აღნიშნეს პრემიერის ადმინისტრაციაში.

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა დევიდ ლემიმ კატეგორიულად უარყო ბრალდებები ქვეყანაში „ორმაგი სტანდარტების მართლმსაჯულების“ არსებობის შესახებ. მანამდე ლემიმ ტექნოლოგიურ მაგნატ ილონ მასკსაც მოუწოდა, რომელიც სოციალურ ქსელში ასევე აქტიურად წერდა ამ თემაზე, „შორს დამდგარიყო“ ამ საქმისგან.

ჰენრი ნოვაკი 2025 წლის 4 დეკემბერს საუთჰემპტონში მოკლეს. მას 23 წლის მამაკაცმა დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ადგილზე მოსულმა პოლიციამ ჩათვალა, რომ ინციდენტში დამნაშავე ნოვაკი იყო და ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანს ბორკილები დაადო. დაჭრილი ნოვაკი პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ვეღარ სუნთქავდა, თუმცა სამართალდამცველებმა მას არ დაუჯერეს. მოზარდი ძლიერი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი