მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბურსაში „ჩვენებურების“ ფესტივალის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო
ბურსაში „ჩვენებურების“ ფესტივალის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო

ბურსაში „ჩვენებურების“ ფესტივალის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო

იმედი|imedinews.ge

თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბურსაში, ქართული კულტურის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის - „ჩვენებურების“ გალა-კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად დაესწრო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფესტივალი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული დიასპორის განსაკუთრებულ როლს ჩვენი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებასა და ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში.

,,დღეს ტრადიციებისა და კულტურის ნამდვილი ზეიმი ვიხილეთ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ამ მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებისთვის. ფესტივალი „ჩვენებურები“ უკვე 26 წელია იმართება და წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ქართულ-თურქულ ურთიერთობებს. მინდა მადლობა ვუთხრა „ჩვენებურების“ სამივე თაობას. დღეს გამოიკვეთა ახალგაზრდა თაობის განსაკუთრებული როლი - ახალგაზრდების, რომლებიც მონდომებით სწავლობენ ქართულ ენას, კულტურასა და ტრადიციებს და ამით თაობიდან თაობას გადასცემენ იმ ძვირფას კავშირს, რომელიც ჩვენს ხალხებს აერთიანებს" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები“ მარმარას კავკასიურ-ქართულ ასოციაციათა ფედერაციის ორგანიზებით 2001 წლიდან იმართება. წელს ფესტივალი ქართული ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. გალა-კონცერტში აჭარის სახელმწიფო ანსამბლი „არსიანი“ და ბათუმის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“, ასევე, ფოლკლორული ანსამბლი „რირაში“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩვენებურები“ მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობის და მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებსBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი