მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CENTCOM: აშშ-მა ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ათეულობით სამიზნეზე იერიში მიიტანა
CENTCOM: აშშ-მა ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ათეულობით სამიზნეზე იერიში მიიტანა

CENTCOM: აშშ-მა ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ათეულობით სამიზნეზე იერიში მიიტანა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გვიან ღამით ამერიკულმა ძალებმა წარმატებით განახორციელეს მასშტაბური საჰაერო დარტყმების ტალღა ირანის წინააღმდეგ, რაც წინა დღეს აშშ-ის სამხედროებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის მცდელობის საპასუხო ქმედება იყო.

CENTCOM-ის ცნობით, დარტყმები ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ათეულობით ობიექტზე განხორციელდა. სამიზნეებს შორის იყო სამხედრო სამეთაურო ცენტრები, სარაკეტო და დრონების ინფრასტრუქტურა, სანაპირო მეთვალყურეობისა და თავდაცვის პოზიციები, ასევე საზღვაო შესაძლებლობები.

სარდლობის განცხადებით, ოპერაციის მიზანი იყო ირანისა და მისი მოკავშირე დაჯგუფებების მხრიდან ამერიკელი სამხედროების, კომერციული გემების და სპარსეთის ყურის მეზობელი ქვეყნების მიმართ არსებული საფრთხეების კიდევ უფრო შემცირება.

CENTCOM-ის ინფორმაციით, 28 ივლისს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ირანის ტერიტორიიდან ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ ძალებზე მოულოდნელად რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა ყველა მათგანი წარმატებით იქნა განადგურებული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ.

ამჟამად ახლო აღმოსავლეთში 50 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედროა განთავსებული. CENTCOM-ის განცხადებით, ისინი მაღალი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან და მზად არიან ნებისმიერ საფრთხეს უპასუხონ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 143 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

Insa: გერმანელთა 78% მერცის მუშაობით უკმაყოფილოა

Insa: გერმანელთა 78% მერცის მუშაობით უკმაყოფილოა

იმედი

გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იმედი

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება

იმედი

ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი მაი ელ-ტუკის ფილმი გახდა

ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი მაი ელ-ტუკის ფილმი გახდა

იმედი