მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჭიათურაში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ჭიათურაში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ჭიათურაში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. პროექტი მოიცავს მღვიმევის დედათა მონასტრამდე მისასვლელი ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ასევე სოფელ კაცხში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

მღვიმევის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია არსებული საფეხმავლო ბილიკისა და კიბეების რეაბილიტაცია, უსაფრთხოების მოაჯირების მოწყობა, მონასტერში ასასვლელი ლითონის კიბის აღდგენა, სანიტარული კვანძების მოწესრიგება და მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა.

სოფელ კაცხში მოეწყობა კაცხის სვეტის ხედზე ორიენტირებული გადასახედი მოედანი და მასთან მისასვლელი საფეხმავლო ეკო-ბილიკი. ასევე, მოეწყობა უსაფრთხოების დამცავი ბარიერები, საინფორმაციო დაფები და მცირე მოსასვენებელი სივრცე.

პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისტორიული და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას. მღვიმევის მონასტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის მოთხოვნების დაცვით განხორციელდება, ხოლო სოფელ კაცხში სამუშაოები გარემოში მინიმალური ჩარევის პრინციპით შესრულდება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას და ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ღირებულებების შენარჩუნებას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოცხადდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • რესტორან "გაგრასთან" მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციისთვის ₾10 მლნ-ის ტენდერი გამოცხადდაBM.GE
  • კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდარუსთავი 2
  • აფხაზეთში უპილოტო საფრთხე გამოცხადდანეტგაზეთი
  • 22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდაფორმულა
გამოცხადდა →

მსგავსი სტატიები

ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით,  ევროპამ რუსეთთან კონტაქტი უნდა დაამყაროს

ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ რუსეთთან კონტაქტი უნდა დაამყაროს

იმედი

Bloomberg: აშშ მოკავშირეებისგან იდეოლოგიურ ერთგულებას ითხოვს, ვიდრე ევროპაში სამხედრო ძალების შემცირებას დაიწყებს

Bloomberg: აშშ მოკავშირეებისგან იდეოლოგიურ ერთგულებას ითხოვს, ვიდრე ევროპაში სამხედრო ძალების შემცირებას დაიწყებს

იმედი

112-ს ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

112-ს ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

იმედი

საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა

იმედი