მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე: ეროვნული კონგრესი მზად არის საქართველოს პარლამენტთან ერთად იმუშაოს ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებების განხორციელებაზე
ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე: ეროვნული კონგრესი მზად არის საქართველოს პარლამენტთან ერთად იმუშაოს ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებების განხორციელებაზე

იმედი|imedinews.ge

ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ეროვნული კონგრესი მზად არის საქართველოს პარლამენტთან ერთად იმუშაოს ჩვენი ორ ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებების განხორციელებაზე, - განაცხადა ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ჭაო ლეძიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტი მზად არის გააძლიეროს საქართველოსთან ურთიერთობები და კიდევ უფრო გაამდიდროს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი.

„დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან გასული 34 წლის განმავლობაში ჩინეთი და საქართველო ყოველთვის ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივი სარგებლის სულისკვეთებით ავითარებდნენ თანამშრომლობას. ბოლო წლებში ორი ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის პირობებში ჩინეთმა და საქართველომ დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა, რის შედეგადაც ორმხრივი ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ეროვნული კონგრესი მზად არის საქართველოს პარლამენტთან ერთად იმუშაოს ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებების განხორციელებაზე. გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრობის განმტკიცება. გააძლიეროს ურთიერთობები და კიდევ უფრო გაამდიდროს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი“, - აღნიშნა ჭაო ლეძიმ.

პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთში, ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ასევე, საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესში პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის, კულტურული გაცვლისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების თანმიმდევრულ გაფართოებაში გამოიხატა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლიდერი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • ივანიშვილმა მდინარაძე თანამდებობაზე ერთი კვირაც ვერ აიტანა - "ოცნების" ყოფილი ლიდერი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობსტვ პირველი
  • როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონშიBM.GE
  • „გამოირჩეოდნენ ხალხისადმი მიმართვით“ — 8 ოპოზიციონერი ლიდერის დევნის საქმე დაჩქარებულად გრძელდებანეტგაზეთი
  • ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის სამგლოვიარო ცერემონია დასრულდა - აიათოლა ალი ხამენეი იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალესრუსთავი 2
ლიდერი →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი