მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს Yoozoo Games-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი, რომელსაც მილიარდერისა და სერიალ „სამი სხეულის ამოცანის“ პროდიუსერის მოწამვლა ედებოდა ბრალად
ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს Yoozoo Games-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი, რომელსაც მილიარდერისა და სერიალ „სამი სხეულის ამოცანის“ პროდიუსერის მოწამვლა ედებოდა ბრალად

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს Yoozoo Games-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი, რომელსაც მილიარდერისა და სერიალ „სამი სხეულის ამოცანის“ პროდიუსერის მოწამვლა ედებოდა ბრალად

იმედი|imedinews.ge

ჩინეთში კომპანია Yoozoo Games-ის კინოწარმოების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი სუ იაო სიკვდილით დასაჯეს. ის 2020 წელს კომპანიის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მილიარდერ ლინ ცის მოწამვლაში ცნეს დამნაშავედ.

სუ იაოს სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ 2024 წელს მიესაჯა. 2026 წლის 21 მაისს კი განაჩენი სისრულეში მოიყვანეს. ეს ინფორმაცია Yoozoo Games-შიც დაადასტურეს. კომპანიაში განაცხადეს, რომ „სამართლიანობამ გაიმარჯვა“.

ლინ ციმ Yoozoo Group-ი 2009 წელს დააფუძნა. 2020 წლის 17 დეკემბერს ის საავადმყოფოში მოხვდა, 9 დღის შემდეგ კი გარდაიცვალა. ის 39 წლის იყო.

მოგვიანებით შანხაის პოლიციამ განაცხადა, რომ ლინ ცი მოწამლული იყო. ბიზნესმენის მკვლელობის ეჭვმიტანილის სახით სუ იაო დააკავეს. ის Yoozoo-ში მუშაობდა სერიალზე „სამი სხეულის ამოცანა“ - ჩინელი ფანტასტი მწერლის, ლიუ ცისინის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაზე. 2015 წელს კომპანიამ რომანის ეკრანიზაციის უფლება შეიძინა და წიგნის დამოუკიდებლად გადაღებას აპირებდა, თუმცა 2020 წლის სექტემბერში მის ბაზაზე სერიალის გამოშვებაზე Netflix-თან შეთანხმდა.

მოწამვლამდე კომპანიის ხელმძღვანელსა და მის ხელქვეითს შორის კონფლიქტი მოხდა - იმის გამო, რომ ლინ ციმ ბიზნეს-ოპერაციების მართვის სხვა მენეჯერებისთვის გადაცემა გადაწყვიტა და არა სუ იაოსთვის. ამის შემდეგ სუ იაომ ხელმძღვანელის საკვებში საწამლავი გაურია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი