მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNBC: არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ახალი ნავთობსადენის დაახლოებით 50% აშენებულია
CNBC: არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ახალი ნავთობსადენის დაახლოებით 50% აშენებულია

CNBC: არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ახალი ნავთობსადენის დაახლოებით 50% აშენებულია

იმედი|imedinews.ge

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ახალი ნავთობსადენის დაახლოებით 50% უკვე ააშენა. ინფორმაციას CNBC აბუ-დაბის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის გენერალურ დირექტორზე სულთან აჰმედ ალ ჯაბერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღესდღეობით მსოფლიო ენერგიის უმეტესი ნაწილის ტრანსპორტირება კვლავ ვიწრო ადგილების მეშვეობით ხდება“, - ციტირებს CNBC სულთან აჰმედ ალ ჯაბერს.

მედიის ცნობით, ახალი მილსადენი არაბთა გაერთიანებული საამიროების საექსპორტო სიმძლავრეს გააორმაგებს. ის ნავთობის გადატანას ომანის ყურეში განთავსებული ფუჯეირას პორტიდან ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით შეძლებს.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა პროექტის რეალიზება ირანთან ომის გამო დააჩქარეს. მოსალოდნელია, რომ მილსადენი ექსპლუატაციაში 2027 წლიდან შევა.

„ეს მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა არ არის“, - განაცხადა ალ ჯაბერმა, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. „სინამდვილეში, ეს ქმნის საშიშს პრეცედენტს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთ ქვეყანას მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი საზღვაო გზის მძევლად აყვანა შეუძლია“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ