მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა
CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა

CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა

იმედი|imedinews.ge

ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

მოსახლეობამ უარყო მთავრობის ინიციატივა ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებაზე და იმათ პოზიციას მიემხრო, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყნის სათევზაო აკვატორიის სასწორზე დაყენება არ ღირს.

„ეს გადაწყვეტილება ბრიუსელისთვის გულდასაწყვეტია. ევროპელი ჩინოვნიკები ისლანდიას „უპრობლემო“ პარტნიორად განიხილავდნენ, რომელსაც ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგეთა ეჭვები უნდა გაეფანტა და, არქტიკის უსაფრთხოების ფონზე, ბლოკი სტრატეგიულად გაეძლიერებინა“, - წერს CNN-ი.

მთავრობა გაწევრიანების გეგმას „ახლა ან არასდროს“ პრინციპით უდგებოდა, პრემიერ-მინისტრმა კრისტრუნ ფროსტადოტირმა კი აგვისტოში ამომრჩევლები გააფრთხილა, რომ უარის შემთხვევაში ევროკავშირზე საუბარი საბოლოოდ დასრულდებოდა.

ევროკავშირში შესვლის მომხრეები კი ამტკიცებდნენ, რომ გაწევრიანება შეამცირებდა მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და ქვეყანას მეტ სტაბილურობას მოუტანდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ამდენი მოგზაური არასოდეს ჩამოსულა - მაია ომიაძეBM.GE
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

იმედი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

იმედი

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

იმედი